• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს

ალია ავტორი - ალია
12:12 06-14-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
287

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 26-28 ივლისს, ბათუმი რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან.

ფესტივალის, სამი დაუვიწყარი დღის, არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:

26 ივლისი | ფესტივალს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი თავის თერთმეტკაციანი ბენდით. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო.

27 ივლისი | ფესტივალის სტუმრების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარდგება. ჯოჯო მაიერი ცნობილია, როგორც ჯაზის, დრამენდბეისის და ჯანგლ ( Jazz, Drum&Bass, Jungle) მუსიკალური სტილის გამაერთიანებლად. ის არის ელექტრონული კვარტეტის NERVE-ს ლიდერი, რომელიც მან 1997 წელს დააარსა.

28 ივლისი | The Jacksons! მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი: ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონების ენერგიული შოუ არის შესაძლებლობა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს, პოპის სუპერ ჯგუფის ლაივ კონცერტს დაესწროს მაყურებელი. ჯექსონების საოცარ შოუზე გაჟღერდება ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: “ABC”, “I Want You Back“, “I’ll Be There” და მრავალი სხვა.

წელს ფესტივალი ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტებს დაუბრუნდება. ფესტივალის დღეებში, VIP აბონემენტის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც სამივე დღეს,  ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი, კლუბი „ივერია ბიჩი“ უმასპინძლებს.

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია, Visa , ტოიოტა, ისი პარი, სასტუმრო „ჰილტონი“, „ივერია ბიჩი“, საქართველოს რკინიგზა, რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“, იმედი TV, რადიო ფორტუნა, Marketer. ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, ონლაინ გამოცემა ბათუმელები, სარეკლამო სააგენტო ალმა.

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს, 18 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. 

19 ივნისიდან, წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი Visa ბარათზე კი 15%-იანი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისის ან თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.”

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved