• რეკლამა
  • კონტაქტი
00:41, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Mastercard წარმოგიდგენთ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 2024 წლის შემოდგომის სეზონს

ალია ავტორი - ალია
14:34 08-20-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

თიბისი კონცეპტი და Mastercard-ი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის შემოდგომის სეზონის 2024 წლის ოფიციალური მხარდაჭერები არიან. ამ პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, შესაძლებლობააქვთ განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ.

შემოდგომის სეზონის განმავლობაში,  თეატრში არსებული მე-8 რიგის ბილეთების შეძენას, მთელი სეზონის განმავლობაში, ექსკლუზიურად მხოლოდ თიბისის კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები შეძლებენ.

სრული სეზონის ბილეთების გაყიდვა 21 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

სექტემბრის თვის პროგრამა:

ვკვდები როგორც ქვეყანა – 26 სექტემბერი

რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის, 1978 წელს შექმნილი, მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა” სწორედხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერისამბავს გვიყვება.

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი

პეტრა ფონ კანტის მწვანე ცრემლები – 27 სექტემბერი

რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა “პეტრა ფონკანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.

მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება.

რეჟისორი: დავით მღებრიშვილი

მედეა – 28 სექტემბერი

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორც  ესკოლხეთის მეფის ასულის, მედეას თავგადასავალმა შეძლო.

ვინ იყო მედეა?  ტრაგიკული ქალი? თუ სამშობლოს მოღალატე? … კოლხეთის მეფის ასულზე საზოგადოების აზრი ათასწლეულებია ვერ შეჯერდა…

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ახალი თეატრის დასი შეეცდება ქორეოდრამაში „მედეა“.

რეჟისორი: კოტე ფურცელაძე

ალუბლის ბაღი – 29 სექტემბერი

ალუბლის ბაღი – კომედიაა იმ ადამიანების ტრაგედიაზე, რომლებსაც თითქოს გზა-კვალი აებნათ სწორ საქციელებსა და ისეთ ქცევას შორის, ყოვლად საზიანო და დაუშვებელიც რომ არის… ამბავიაადამიანებზე, რომლებიც ბევრს ფიქრობენ საკუთარ მოვალეობებზე და ალბათ ამიტომ ვერც ერთი ვერ შეასრულეს…

დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი: ანდრო ენუქიძე

თიბისი კონცეპტისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ხელი შეუწყობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კულტურული ღონისძიებების აქტიური ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved