• რეკლამა
  • კონტაქტი
18:13, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა

ალია ავტორი - ალია
14:20 09-22-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

თიბისი კაპიტალმა კორპორატიულ პარტნიორებს საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ ახალი კვლევა წარუდგინა. ბოლო წლებში ქვეყანაშიტრანსპორტირებასა და დასაწყობებაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად სექტორისადმი ინტერესი გაიზარდა – ამ ტენდენციის საპასუხოდ, თიბისი კაპიტალმა მოამზადა პუბლიკაცია, რომელიცადგილობრივი და გლობალური ტენდენციებით შექმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებსაანალიზებს. კვლევაში განხილულია საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და შუა დერეფნის,საქართველოს გავლით ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრების დამაკავშირებელი სატრანსპორტო მარშრუტის, კონკურენტუნარიანობა და პოტენციალი.

საქართველოს ლოგისტიკის სექტორი

პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოს სატრანსპორტო და დასაწყობების სექტორი სტაბილურად იზრდება – 2024 წელს დაახლოებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სექტორის წილი მშპ-ში კი 5.9% იყო. ლოგისტიკის სექტორზე დადებითად აისახა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.

2015 წლიდან სტაბილურად იზრდება სატრანსპორტო სექტორის ტვირთბრუნვაც. დადებითი დინამიკა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება – თიბისი კაპიტალი 2025-2028 წლებში 5,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მთავარი ფაქტორები კი შიდა მოთხოვნისა და ექსპორტის ზრდა, ასევე,ცენტრალური აზიის სავაჭრო ნაკადების გააქტიურებაიქნება.

ტრანსპორტირების ზრდამ დასაწყობების სექტორზეც გაზარდა მოთხოვნა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ტენდენცია გაგრძელდება – ადგილობრივი და ტრანზიტული ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე 2025–2028 წლებში დასაწყობების სერვისებზე მოთხოვნა საშუალოდ 9%-ით გაიზრდება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საწყობების ჯამური ფართობი საქართველოში 2.2 მლნ. კვ.მ.-ია, რომელთა ძირითადი ნაწილი – 90% – მშრალი, 10% კი – სამაცივრე საწყობებია. მნიშვნელოვანია, რომ საწყობების 67% მესაკუთრის მიერ გამოიყენება, ხოლო 33% იჯარით გაიცემა. იჯარის საშუალო ფასიკვადრატულ მეტრზე $3-$6-ის ფარგლებშიმერყეობს(დღგ-ს და მომსახურების საფასურის გარეშე), A კლასის საწყობების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი $7-$8-ია.

სატრანზიტო დერეფნები – გამოწვევები და შესაძლებლობები

რეგიონის ქვეყნებისა და საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება ზანგეზურის სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება, რომელიც ქმნის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტს კავკასიაში. მოკლევადიან პერიოდში ზანგეზურის დერეფანზე ტვირთის ნაკადების გადამისამართება ნაკლებად სავარაუდოა, საშუალოვადიან პერიოდში კი აზერბაიჯანი-თურქეთისა და თურქეთი-ცენტრალური აზიის  ტვირთნაკადების ნაწილი შეიძლება საქართველოდან  ზანგეზურის დერეფანზე გადანაწილდეს.

შუა დერეფანი, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს საქართველოს გავლით აკავშირებს, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებითუფრო აქტუალური გახდა. კვლევის მიხედვით, დერეფანი სტრატეგიულია, თუმცა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით ნაკლებად კონკურენტულია გამტარუნარიანობის, დროისა და ხარჯების თვალსაზრისით. მთავარ გამოწვევად სწორედ ინფრასტრუქტურის არასაკმარისი გამტარუნარიანობა და ადმინისტრაციული და საბაჟო პროცედურების სირთულე სახელდება.

გამოწვევებზე საპასუხოდ და შუა დერეფნის პოტენციალის გასაუმჯობესებლად მომდევნო წლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, როგორც საქართველოში, ასევედერეფნის სხვა ქვეყნებში. შედეგად, დერეფნისგამტარუნარიანობა ორჯერ – 6 მლნ. ტონიდან 12 მლნ.ტონამდე – გაიზრდება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება დერეფნის პოტენციალს თითქმის სრულად აითვისებს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved