• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია: წარმატების მაგალითი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში

ალია ავტორი - ალია
11:23 02-03-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13

ბიზნეს სტრატეგიაში არსებობს წითელი და ლურჯი ოკეანეების ცნება. წითელი ოკეანე უკვე არსებულ, გაჯერებულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც კონკურენცია მაღალია, პოტენციურ მომხმარებელთა წრე კი – დიდწილად უცვლელი. საპირისპიროდ, ლურჯი ოკეანე ახალ სივრცეს მოიაზრებს, სადაც ინოვაციური პროდუქტი კონკურენტულ უპირატესობასა და, შესაბამისად, ახალ მოთხოვნას ქმნის. კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა წითელი ოკეანის გარემოში ოპერირებს, ლურჯი ოკეანე კი გაცილებით იშვიათია, თუმცა მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Netflix, IKEA ან სამგზავრო აპლიკაციები, რომელთაც ფუნდამენტურად ახალი პროდუქტი დანერგეს და მანამდე აუთვისებელ ბაზრებზე დამკვიდრდნენ.

 

საინტერესოა, რომ ლურჯი ოკეანის ერთგვარ მაგალითად საქართველოს კომერციული უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე არსებული ინოვაციური პროდუქტიც შეგვიძლია განვიხილოთ. დავიწყოთ იმით, თუ რა იქნებოდა ამ შემთხვევაში წითელი ოკეანის სტრატეგია. ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოში კომერციული (და საცხოვრებელი) უძრავი ქონების ბაზარზე ფასდადება ძირითადად აშშ დოლარშია. შესაბამისად, სტანდარტული მიდგომაც სწორედ გარიგების აშშ დოლარში დადებაა, როგორც ეს დღესდღეობით ხდება.

 

თუმცა არის თუ არა ფუნდამენტური ფასი მართლაც აშშ დოლარში? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ პასუხი უარყოფითია. აშშ დოლარში გამოხატული ქირის ფასები მკვეთრი მერყეობით ხასიათდება – რაც გაცვლითი კურსის ეფექტით არის განპირობებული – ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ფუნდამენტური ფასი არა მხოლოდ აშშ დოლარში, არამედ ლარშიცაა, შესაძლოა უფრო მეტადაც კი. თუ ასეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უძრავი ქონება ლარში უნდა გაქირავდეს? სწორედ აქ ერთვება საქმეში ახალი პროდუქტი.

 

პრაქტიკაში, გარიგების ვალუტასთან დაკავშირებით განსხვავებული პრეფერენცია არსებობს: დამქირავებელს, როგორც წესი, ლარი ურჩევნია, გამქირავებელს კი – აშშ დოლარი. შედეგად, გაცვლითი კურსის ცვლილების პარალელურად, ხშირად აუცილებელი ხდება აშშ დოლარში გამოხატული ქირის ფასი კორექტირება. ამის საპირისპიროდ, ინოვაციური პროდუქტი ფასდადების მოდელს სრულიად ცვლის, მოიაზრებს რა კომერციული უძრავი ქონების გაქირავებას ინფლაციასთან მიბმულ ლარში, რომელში გამოხატული ფასებიც, აშშ დოლარისგან განსხვავებით, ისტორიულად სტაბილურია.

 

ახალი პროდუქტი, ერთი მხრივ, დამქირავებლებს გაცვლითი კურსის ცვლილებისგან აზღვევს და პროგნოზირებადობას ზრდის, ხოლო, მეორე მხრივ, გამქირავებლებს მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, ფასის მრავალჯერადი ცვლილების გარეშე. ამავდროულად, პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა – რაც მას ლურჯი ოკეანის სტრატეგიად აქცევს – ისიცაა, რომ, ამ ყველაფერთან ერთად, ის უფრო მომგებიანიცაა. კონკრეტული მაჩვენებლები საანალიზო პერიოდზეა დამოკიდებული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, 2005 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, ინფლაციასთან მიბმულ ლარში გაქირავებით მიღებული შემოსავალი, აშშ დოლართან შედარებით, ჯამურად ორჯერ მეტი იქნებოდა.

 

კრიტიკულად განწყობილმა მკითხველმა, შესაძლოა, აღნიშნოს, რომ ინფლაციით ინდექსირებული ქირა ინოვაციას ნაკლებად წარმოადგენს, რადგან იგი, თუნდაც ევროპის მასშტაბით, უკვე ფართოდ გამოიყენება. ეს მართლაც ასეა, თუმცა ადგილობრივ კონტექსტში პროდუქტი ნამდვილად ინოვაციურია, რადგან დანარჩენი ბაზარი საქართველოში სრულად დოლარიზებულია. ამასთან, მართალია საუბარი სრულიად ახალ ბაზარზე არაა, არამედ პრინციპულად ახალ პროდუქტზე, დასკვნა უცვლელია: განსხვავებული სტრატეგია მრავალმხრივ უკეთესი შედეგისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ, რასაკვირველია, ბიზნეს გადაწყვეტილებებზე, ვალუტის გარდა, მრავალი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების პოტენციალიდან გამომდინარე, ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

 

თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. მკითხველისთვის ცნობილია, რომ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა შემდგომ ნაბიჯებს აერთიანებს:

  • კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა;
  • როგორ უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა;
  • ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები;
  • და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები.

 

სწორედ ამ ჩარჩოს თანახმად, კომერციული უძრავი ქონების ლარში გაქირავება ლარში აღებული სესხის ბუნებრივ დამზღვევს წარმოადგენს, მაშინ როდესაც, როგორც ზემოთ ითქვა, აშშ დოლარის შემთხვევაში ეს ასე არაა.

მნიშვნელოვანია ფიქსირებული და ცვალებადი საპროცენტო განაკვეთების საკითხიც. ზოგადად, ცვალებადი განაკვეთები მსესხებლისთვის უფრო რისკიანად ითვლება. თუმცა არის თუ არა ეს ასე მოცემულ შემთხვევაში? ცვალებადი განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეა მიბმული, რომელიც, როგორც წესი, მაშინ იზრდება, როდესაც ინფლაცია მაღალია. შესაბამისად, ინფლაციით ინდექსირებული ქირის ფასი გაზრდილ საპროცენტო ხარჯებს აკომპენსირებს. ამავდროულად, ინფლაციურ გარემოში, სავარაუდოდ, დამქირავებლის მიერ გაყიდული საქონლის ან/და მომსახურების ფასიც გაიზრდება, რაც მას მსყიდველობით უნარს შეუნარჩუნებს, განსხვავებით იმ სცენარისგან, როდესაც ლარი უფასურდება, ხოლო ქირის ფასი აშშ დოლარშია.

 

მიუხედავად იმისა, რომ სესხის ლარში აღება იმ პირობებში, როდესაც ფუნდამენტური ფასი ლარშია, სავალუტო რისკისგან დაზღვევას გულისხმობს, მკითხველმა იცის, რომ თიბისი კაპიტალის რეკომენდაცია, როგორც წესი, მულტისავალუტო სესხია – როგორც საქართველოს, ასევე ზოგადად დოლარიზებული ეკონომიკების კონტექსტში, სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით. ერთი მხრივ, სესხის მულტისავალუტო სტრუქტურა საპროცენტო ხარჯების დაზოგვის საშუალებას იძლევა, რაც ვალის მომსახურების კოეფიციენტს აუმჯობესებს. მეორე მხრივ, ლარის გაუფასურება მულტისავალუტო კალათის მიმართ, როგორც წესი, ინფლაციურ ეპიზოდებთან არის დაკავშირებული. ეს კი ნიშნავს, რომ, გაუფასურების შემთხვევაში, ინფლაციით ინდექსირებული ქირის ფასიც გაიზრდება, რაც რისკებს აზღვევს. ამდენად, მულტისავალუტო კალათა – ჩვენი შეფასებით, დღეის მდგომარეობით, ყველაზე ოპტიმალური ლარი-აშშ დოლარი-ევრო-იუანის შემადგენლობით – სესხის მოცულობის დამატებით გაზრდის საშუალებას იძლევა, თანაც შემცირებული საპროცენტო ხარჯების ფონზე. აგრეთვე, გასათვალისწინებელია კონვერტაციის ხარჯებიც. მართალია, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება, ლარში შემოსავლების ფონზე, კონვერტაციის ხარჯების გარკვეულწილად ზრდას გულისხმობს, თუმცა ეს საპროცენტო ხარჯების შეკვეცით მიღებულ სარგებელზე ნაკლებია. ასევე, კომპანიის ხარჯების არცთუ უმნიშვნელო წილი, როგორც წესი, უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, რაც ამ მხრივ უკვე კონვერტაციის ხარჯებს ამცირებს.

 

და ბოლოს, კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი: გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასება და პროგნოზები, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის ბოლო, მეოთხე საფეხური. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩარჩოს მხოლოდ ამ მდგენელის გამოყენებით, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.5 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე პერიოდში, ევროს დამატებითი გამყარება ჩვენ მიერ შემუშავებული ჩარჩოს ეფექტიანობის კიდევ ერთი მაგალითია, რამდენადაც შესაბამისობაშია ჩვენს ადრინდელ რეკომენდაციებთან უცხოური ვალუტის სასესხო კალათაში, დოლართან შედარებით, ევროს უფრო ნაკლები წილის მიზანშეწონილობაზე.

 

დასკვნის სახით, თიბისი კაპიტალი განაგრძობს შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის შემდგომი ინტეგრირების მიზნით. გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათ შემდგომი თანამშრომლობისთვის.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007309-exchange-rate-business-strategy-blue-ocean-case-study

(R)

 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved