• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარის კურსის გავლენა სავაჭრო ბალანსსა და ეკონომიკის ზრდაზე

ალია ავტორი - ალია
10:42 04-24-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

ლარის ბოლოდროინდელი გამყარება აჩენს კითხვებს მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე. თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასების მიხედვით, ჩანს მხოლოდ სუსტი მტკიცებულება იმისა, რომ გაუფასურებული ლარი ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების ეფექტის დახმარებით, შესაძლოა ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს.

მოდელი შექმნილია ისე, რომ გამოავლინოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურისის სავაჭრო და ფინანსური ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. გაანგარიშებები მოიცავს რეალურ მშპ-ს, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ისეთ საკონტროლო ცვლადებს, როგორიცაა სასაქონლო ფასები და საგარეო მოთხოვნა.

შედეგების მიხედვით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იწვევს რეალური მშპ-ის ზრდას ძირითადად ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო, მაშინ როცა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მატერიალური ზეგავლენა არ იკვეთება. თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები ანალოგიურია ყველა ინდუსტრიისა თუ ბიზნესის დონეზე, საუბარია მხოლოდ ჯამურად, მაკროეკონომიკურ შეფასებაზე. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევა მომსახურების სფეროს კუთხით, უპირველესად ტურიზმის სექტორის მხრივ. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორების ცალკე აღებული ვალუტების მიმართ ზეგავლენის შეფასება და შემოსავლის ეფექტის მხრივ ლარის ევროსთან კურსის განხილვა.

თუმცა, უკვე არსებული შედეგები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვალიდური ჩანს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც არ იკვეთება იმის მტკიცებულება, რომ თავის გრძლვადიან ტენდენციასთან შედარებით გამყარებული ლარი, სამომავლოდ წმინდა სავალუტო შემოდინებებს შეამცირებს.

რა შეიძლება ითქვას ამ არგუმენტით ლარის კურსის პროგნოზთან მიმართებით? თავისთავად, ეს ლარის სამომავლო გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ავტორების შეფასებები ლარის გრძელვადიანი ტენდენციის გაანგარიშებასა და ასევე ლარის კურსის სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით სულ მცირე შესაძლოა განსხვავებული იყოს. ასევე, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს მოლოდინს, რომ ინფლაციის პროგნოზი ლარის კურსისათვის ნეიტრალური ან უფრო ნეგატიურია. ამდენად, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მომდევნო დაახლოებით 12 თვის პერიოდში, ლარის მართალია შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved