• რეკლამა
  • კონტაქტი
04:00, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ღონისძიება – „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები – გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
13:06 10-04-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ორგანიზებითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ღონისძიება – „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები – გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, თიბისი კაპიტალის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა – ირინა კვახაძემ, საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ, კვლევა წარადგინა.

კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურია. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წლიურად 2%-ით იკლო. ამ პერიოდში 25 102 ბინა გაიყიდა. მთაწმინდის გარდა, თბილისის ყველა უბანში ყველაზე დიდი მოთხოვნა 50-75 კვ.მ ფართობის ბინებზეა.

რაც შეეხება ბათუმს, 2024 წლის პირველ 8 თვეში აქ ტრანზაქციები წლიურად 14%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტით და მოთხოვნის ნორმალიზებითაა გამოწვეული. აღნიშნულ პერიოდში, ბათუმში 9117 ბინა გაიყიდა. პირველ ზოლში – 35 კვ.მ-მდე ფართობის ბინების, ცენტრში და გარეუბნებში კი 50-75 კვ.მ ფართობის აპარტამენტების გაყიდვები ჭარბობს. ბათუმის პროექტებში ბინები ძირითადად საინვესტიციო მიზნითაა შეძენილი, რასაც უცხოელი მყიდველების მაღალი წილიც ადასტურებს.

2024 წლის პირველ 7 თვეში საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში წლიურად 4%-ითაა გაზრდილი და ფასმა 1201$ შეადგინა.ბათუმში კი ფასი 6%-ითაა წლიურად გაზრდილი და 1184$ შეადგინა. მომდევნო თვეებში თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ფასებში  მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა მოსალოდნელი.

თბილისში უძრავი ქონება კვლავ რჩება მაღალი ამონაგების მქონე საინვესტიციო აქტივად. 2024 წლის აგვისტოში ამონაგებმა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 1.4პროცენტული პუნქტით გადააჭარბა და 9.8% შეადგინა.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება ისევ მაღალ დონეზეა, თუმცა 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში გაცემული ნებართვები წლიურად 7%-ით შემცირდა. წელს 891 000 ფართობზე გაიცა მშენებლობის უფლება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი – 28% დიდ დიღომზე, ყველაზე პატარა წილი – 14% კი ისანზე მოდის.

კვლევას გაეცანით ბმულზე.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved