• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

ალია ავტორი - ალია
15:41 12-18-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

თიბისი კაპიტალი პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა და უზბეკეთში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიცენზირებული შუამავალია.

უზბეკეთის საფონდო ბირჟის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად თიბისი კაპიტალმა სრულად დააკმაყოფილა ადგილობრივი რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. შედეგად, კომპანიამ სრული ლიცენზირება მიიღო, რაც საშუალებას აძლევს, უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტორებს სრულფასოვნად მოემსახუროს.

ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრობა ინვესტორებისთვის ნიშნავს, პირდაპირ წვდომას კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე – აქციებსა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიან ქაღალდებზე, როგორც პირველადი განთავსებების, ისე მეორადი ბაზრის ფარგლებში. აღნიშნული შესაძლებლობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კორპორატიული ინვესტორებისთვის, მათ შორის, საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონული დივერსიფიკაციით.

„ტაშკენტის საფონდო ბირჟაზე თიბისი კაპიტალის წევრობა ინვესტორებს უხსნის რეალურ და ხელშესახებ ახალ შესაძლებლობებს – უფრო ფართო წვდომას უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე, მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე. ჩვენი ჩართულობით რამდენიმე ადგილობრივმა ემიტენტმა წარმატებით განახორციელა ობლიგაციების ემისია. თიბისი კაპიტალის მიზანია, მსგავს საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომა იყოს მარტივი, უსაფრთხო და გამჭვირვალე, რათა ინვესტორებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი სტრატეგიების ეფექტიანად რეალიზება”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved