• რეკლამა
  • კონტაქტი
05:14, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

ალია ავტორი - ალია
13:47 02-19-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

24 მარტს, თბილისში, თიბისი კაპიტალის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კაპიტალის ბაზრების პირველი საერთაშორისო კონფერენციის მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესის შემდეგ, წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული რეგიონული ფორმატით ბრუნდება. კონფერენციის ცენტრალურ თემას წარმოადგენს საქართველო და ქვეყნის მზარდი როლი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე. ამასთან ერთად, კონფერენცია მოიცავს ფართო რეგიონულ კონტექსტს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უზბეკეთზე – როგორც გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზარზე.

ღონისძიება 400-ზე მეტ მოქმედ და პოტენციურ ბაზრის მონაწილეს გააერთიანებს საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Bank of America, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Latham & Watkins; აგრეთვე რეგიონის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და სახელმწიფო უწყებებისა და ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებსა და ინსტიტუციურ ინვესტორებთან გამართონ პირისპირ შეხვედრები.

“საქართველოში საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა უკვე 3 მლრდ. ლარს უახლოვდება. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს სხვადასხვა პროფილის ემიტენტებისგან. ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზარზეც. თიბისი კაპიტალი, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის უპირობო ლიდერი, მზარდ ინტერესს საერთაშორისო პლატფორმის შექმნით პასუხობს. უკვე მეორედ ვატარებთ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც რეგიონის მთავარი დარგობრივი ღონისძიებაა. კონფერენცია ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ახალი კავშირების დამყარებას და საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბებას კაპიტალის ბაზარზე” – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„JP Morgan-ში დიდი ინტერესით ველით კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც თიბისი კაპიტალი უკვე მეორედ აორგანიზებს. 2024 წლის ღონისძიებაზე წარმატებულად ვითანამშრომლეთ და წელს თბილისში საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციით ვიქნებით წარმოდგენილი. ვფიქრობ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია ინფორმაციის გაცვლის ძალიან ეფექტური გზაა: ეს არის პლატფორმა ინვესტორებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე; მათ, ასევე, აქვთ შანსი, შეხვდნენ როგორც არსებულ, ისე პოტენციურ ემიტენტებს. ეს კი საუკეთესო გზაა ქვეყნის, რეგიონისა და პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად”,- სტეფან ვაილერი, JP Morgan-ის CEEMEA რეგიონის სავალო კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მმართველი დირექტორი.

“საქართველოს კაპიტალის ბაზარი საკმაოდ აქტიურად და სწრაფად ვითარდება, რაც ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგია. გამორჩეული იყო ამ მხრივ გასული, 2025 წელიც, როდესაც გამოშვებული საჯარო კორპორატიული ობლიგაციების მოცულობამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.  აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი ხდება ქართული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სტრუქტურა და ვხედავთ დაინტერესებას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდანაც. საქართველოსადმი გაზრდილ ნდობაზე ნათლად მიუთითებს, წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების წარმატებული ემისია.  მოხარული ვარ, რომ ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია. თიბისი კაპიტალისა და ჩვენი მოწვევით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ J.P. Morgan, Aberdeen, Vontobel, Ashmore და სხვა კომპანიები, რომლებთანაც არაერთი შეხვედრა გვექნება“, – ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved