• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად – საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

ალია ავტორი - ალია
13:42 02-26-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად – საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

Global Finance-ის პირველი რეგიონული და რიგით მე-4 ადგილობრივი ჯილდო, თიბისი კაპიტალის ბაზრის წილმა, გარიგებების რაოდენობამ და მოცულობამ, მომსახურებისა და რჩევების ხარისხმა, ინოვაციურმა პროდუქტებმა და შესაძლებლობებმა, კონკურენტუნარიანმა ფასებმა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა რეპუტაციამ განაპირობა.

საინვესტიციო საბანკო საქმიანობა

თიბისი კაპიტალი რჩება წამყვან საინვესტიცო ბანკად საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე. 2024წელს, თიბისი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის წილმა – 60%, ჯამში 20 ადგილობრივი და საერთაშორისო განთავსების მთლიანმა მოცულობამ კი, $800 მლნ შეადგინა (აღნიშნული ინფორმაცია არ მოიცავს IFIტრანზაქციებს).

2024 წელს, კიდევ უფრო გაფართოვდა თიბისი კაპიტალის საქმიანობა საერთაშორისო ბაზარზე და თიბისი უზბეკეთმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $13 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა.

კვლევები

2024 წლის განმავლობაში, მაკროეკონომიკური, სექტორული და კაპიტალის ბაზრების ჯამში 200 პუბლიკაციით, თიბისი კაპიტალი ბიზნესლიდერებსა და ინვესტორებს, სწორი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარა. 

საბროკერო მიმართულება

2024 წელს, საბროკერო მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და $1 მლრდ შეადგინა. ზრდა თიბისი კაპიტალის მუდმივად განვითარებადმა მომსახურებამ განაპირობა, რაც გულისხმობს პერსონალური მრჩევლის მომსახურებას ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის და კორპორაციების შემთხვევაში – ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას მხოლოდ 2024 წელს, 75 ათასზე მეტი ახალი მომხმარებელი დაემატა.

საკონსულტაციო მომსახურება

2024 წელს, თიბისი კაპიტალმა M&A მიმართულებით, ჯამში $40 მლნ-ის მოცულობის, ფინტექ ინდუსტრიაში – 2 საერთაშორისო, ჯანდაცვისა და განათლების სექტორში კი 2 ადგილობრივი ტრანზაქცია განახორციელდა.

 

კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია

Global Finance-ის ჯილდოები თიბისი კაპიტალის მასშტაბურმა ღონისძიებამაც განაპირობა – ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალმა 2024 წელს ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის ისეთმა წამყვანმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქართველი ემიტენტები და სხვა.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved