• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი 14 მარტს კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ალია ავტორი - ალია
12:10 03-06-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალი ახალი ინიციატივით პასუხობს და 14 მარტს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. 

 

კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას, ბაზრის ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს  გააზიარებენ.

 

„თიბისი კაპიტალის, როგორც საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის მიზანია, ერთ სივრცეში შევკრიბოთ დარგის ექსპერტები, ბაზრის წამყვანი მონაწილეები და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. ასევე, ჩვენი მიზანია, ადგილობრივ მოთამაშეებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები და გამოცდილება გავუზიაროთ; ვუპასუხოთ ემიტენტებისთვის და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთების დინამიკასთან, ბაზრის მოლოდინებთან, ემისიის პროცესთან და ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანი მოთამაშეები: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie,Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.

 

ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარება, როგორებიცაა:

 

  • გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და ამ კონტექსტის საქართველოზე გავლენა.
  • ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები – რამდენადაა ხელსაყრელი დრო ახლა როგორც ობლიგაციების გამოშვებისთვის, ასევე ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის.
  • თიბისი კაპიტალის კვლევა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ეტაპების, სხვა ქვეყნებთან შედარებისა და 2024 წლის მოლოდინების, ასევე, საქართველოში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ხელმისაწვდომობის შესახებ.
  • ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის – რა პროგრამები არსებობს და როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების მოზიდვა.
  • მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები – გაზრდილი მოთხოვნა მდგრად პროექტებზე და როგორ უნდა ჩაერთონ ქართული კომპანიები გლობალურ ტენდენციაში.
  • არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევებიობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
  • აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში – რა არის აქტივების მართვა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის.
  • კერძო კაპიტალის ინვესტირება საქართველოში – რა ტიპის ინვესტიციები ხორციელდება და რა უნდა გაკეთდეს ინვესტიციების გასააქტიურებლად.
თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved