• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა გაიმართება – რა მოლოდინები აქვთ მონაწილეებს

ალია ავტორი - ალია
15:24 09-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და „გაყიდვების ასოციაციის“ ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, მასშტაბური გამოფენა, „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება, რომელიც მონაწილეებისთვის ახალი ბაზრისა და შესაძლებლობების ათვისებას შეუწყობს ხელს.

ორდღიანი კონფერენცია, “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა” სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს გააერთიანებს და 4000-მდე სტუმარს ელის.

ბოლო წლებში, უზბეკეთის საკანონმდებლო ინიციატივები უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. მთავარი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებია, რომელიც ახალ გარემოში ბიზნესის წამოწყებას ამარტივებს.

ქართული კომპანიებისადმი რომ ინტერესი მაღალია, ეს “სოფტგენის” მიერ ჩატარებულ კვლევაშიც გამოჩნდა. ბაზრის შესწავლის შემდეგ, კომპანიამ ფილიალი უზბეკეთში გახსნა. საქართველოში “სოფტგენი” 2008 წლიდან ოპერირებს და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 17-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდი გამოფენის მონაწილეა და მისი მთავარი მოტივაცია ახალი კონტაქტების დამყარებაა.

“ადრე უზბეკეთის ბაზარი არ იყო ხელმისაწვდომი და ის უცხოელი ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა. ჩვენი ბიზნესმოდელი B2B-ია. გამოცდილებაზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობს, აინტერესებთ სიახლეების დანერგვა. მსგავსი ფორმატის კონფერენციები ყოველთვის ძალიან ეფექტური და წარმატებულია. გამოფენა საუკეთესო საშუალებაა ჩვენი კომპანია წარვადგინოთ და უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი გავიცნოთ”, – ამბობს იასონ ზარქუა “სოფტგენ ჯგუფის” დამფუძნებელი.

უზბეკეთში თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. ამ პროცესს კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებაც ახლავს თან, როგორც საბანკო და ფინტექ სფეროში, ასევე ჯანდაცვაში.

“დოქტორიუმი გამოფენაზე წარდგენილი იქნება სტენდით, სადაც წარმოვაჩენთ, თუ როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა და ციფრული პლატფორმა გახდეს სანდო მხარდამჭერი როგორც ექიმებისთვის, ისე – პაციენტებისთვის. შევისწავლით, თუ რა საჭიროებები და ტენდენციებია უზბეკეთში ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით“, – აღნიშნავს მულტიპროფილური კლინიკა, ,,კანის” დამფუძნებელი და დირექტორი, მაია წურწუმია. მისი თქმით, მთავარი მოლოდინია პარტნიორობა ადგილობრივ კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან, ასევე ციფრული ჯანდაცვით დაინტერესებულ სადისტრიბუციო კომპანიებთან კოლაბორაცია.

რადგან ინტერესი და ნდობა ქართული კომპანიებისადმი მზარდია, გამოფენაში მონაწილე ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, მომავალ პარტნიორებს პირისპირ შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმონ.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved