• რეკლამა
  • კონტაქტი
03:32, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ბანკსა და FMO-ს შორის 80 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
14:06 01-26-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

25 იანვარს, თიბისიმ და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც FMO და სინდიკატში შემავალი საფინანსო ორგანიზაციები თიბისის 80 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებულ, სინდიცირებულ სესხს გამოუყოფენ. მიღებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს  თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი კოსგუნმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰოლანდიის ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი და დანიისა და ფინეთის საელჩოების წარმომადგენლები.

ამ შეთანხმების თანახმად, თიბისის ფინანსურ რესურს გამოუყოფს 6 ევროპული ორგანიზაცია. ესენი არიან ფინური ფონდი ინდუსტრიული თანამშრომლობისთვის (Finnfund), დანიის საინვესტიციო ფონდი განვითარებადი ქვეყნებისთვის (IFU) და განვითარებადი ბაზრების დაკრედიტებაზე ორიენტირებული ILX Fund-ი (ILX). ამას გარდა, სინდიკატის წევრები არიან თიბისი ბანკის დიდი ხნის პარტნიორები  BlueOrchard Microfinance Fund-ი  (BOMF), Green for Growth Fund-ი  (GGF), და FMO, რომელიც ასევე ტრანზაქციის სინდიცირების აგენტია. აღნიშნული ტრანზაქცია, მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის უმსხვილესისინდიკატია, რომელიც უზრუნველყოფილია FMO-ს მიერ ახალი Basel 3 ჩარჩოს ფარგლებში.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და FMO-ს შორის მორიგი სინდიცირებული ტრანზაქცია გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მივიღებთ ფინანსურ რესურს 6 წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტისგან. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისი ბანკის კაპიტალის პოზიციას და ხელს შეუწყობს მის მდგრად ზრდას,განსაკუთრებული ფოკუსით ინკლუზიურ დაფინანსებაზე. FMO იყო თიბისის პირველი პარტნიორი ინსტიტუტი, რომელთანაც სინდიცირებულ სუბორდინირებულ სესხზე, 10 წლის წინ სადებიუტო გარიგება შედგა და ამ ტრანზაქციის წარმატებით დასრულება ჩვენს ინსტიტუტებს შორის კარგად ჩამოყალიბებული, ძლიერი პარტნიორობის მორიგი დასტურია. მსურს მადლობა  გადავუხადო FMO-ს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა და სინდიკატის ყველა წევრ ფინანსურ ინსტიტუტს მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ დღეს გაფორმებული ხელშეკრულება  ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან, IFU, FinnFund და ILX-თან, თანამშრომლობის საწყისია. მოუთმენლად ველით კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებას მომავალში,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„თიბისი ბანკსა და FMO-ს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. თიბისი ჯგუფს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია მკაცრი პოლიტიკითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ამიტომაც ძალიან ვამაყობთ ამ ახალი ინვესტიციით, რომელიც გამოყენებული იქნება თიბისი ბანკის კაპიტალის გაძლიერებისთვის და  მწვანე პორტფელის გაზრდას შეუწყობს ხელს. ასევე, მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული გარიგება თიბისისთვის ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის დასაწყისია. მადლობას ვუხდით თიბისის გუნდს და ჩვენს საინვესტიციო პარტნიორებს ამ ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,“ – რუჰი კოსგუნი FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved