• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

ალია ავტორი - ალია
14:26 05-15-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

გორის რაიონში, 12 ჰექტარზე  25 000 ძირი ვაშლის ინტენსიური ბაღია გაშენებული.

 

ბაღს ორივე მხრიდან მდინარე ჭარებულა ჩამოუდის და ნაკვეთსაც ამავე  წყლით რწყავენ. გიორგი აბესაძემ და თენგიზ  ხაბაზიშვილმა მეურნეობას  ამ  მდინარის სახელი დაარქვეს და წლები, ცოდნა და შრომა ჩადეს ინტენსიური ბაღის გაშენებაში.

 

პირველი  8000 ნერგი 2020 წელს 4 ჰექტარზე ჩაყარეს, შემდეგ წლებშიც 4-4 ჰექტარი მიამატეს. 2024 წელს კი ახალი ნაკვეთი შეიძინეს, სადაც 20 000 ნერგი დაირგო. ჯამში  კომპანიის საკუთრებაში   24  ჰექტარი ვაშლის ბაღია. ახალი ნერგების ნაწილი, სანამ ამ ბლოგს კითხულობთ იტალიაში იტვირთება და ქართლისკენ მოემართება.

 

ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჰექტარზე ბევრი – 3000-მდე ხე ირგვება.  ( როცა ტრადიციულის შემთხვევაში 150-200)მსხმოიარობაში მალე შედიან,  გამძლე, ნერგი დაავადებების მიმართ მედეგია, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.

 

“ჩემი აზრით ახალი ჯიშები უფრო გემრიელია, მაგრამ ქართლში ბაღების 30 % -ში “გოლდენი” ირგვება. ეს ჯიში მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე. ზოგადად, ძვირადღირებული ვაშლი არ არსებობს. ფასი დამოკიდებულია სეზონსა და ხარისხზე.  იგივე გოლდენი, თუ ოქტომბერში 1.5 ლარად იყიდებოდა, სამაცივრე მეურნეობაში შენახვის შემდეგ მისი ფასი 3.5 ლარამდე ავიდა. გაყიდვის პრობლემა არ გექნება, თუ მომხმარებელს მაღალ ხარისხს შესთავაზებ”,– გვიხსნის თენგიზი.

 

მაღალი ხარისხი კი ის თამასაა, რომელსაც „ჭარებულაში“ მუდამ ინარჩუნებენ და   კომპანიას ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებენ.  მეურნეობის  განვითარების და ვაშლის ნერგების მთავარი შემხიდებელი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტი აღმოჩნდა.

 

“ამ მხარდაჭერამდე ვერც კი გავბედეთ დიდი სამუშაოები და არც მასშტაბური გეგმები გვქონდა. პირველი სესხიც მცირე იყო, გადავწყვიტეთ ჯერ მოგვესინჯა. იმდენად  გაამართლა და ბანკთან ურთიერთობა ისე გაგვიადვილდა, რომ კომპანიის განვითარების სხვა ეტაპზე გავედით. თიბისის მხარდაჭერით შევძელით ახალი ნაკვეთების შეძენა და 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც”,– გვიყვებიან “ჭარებულაში”.

 

კომპანიას 4 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, სეზონურად კი მათი რიცხვი 25–მდე იზრდება.მეურნეობა იძლევა საშუალებას რომ 1000 ტონა მოსავალი მიიღოს.

სამომავლო გეგმებში  შესაფუთი და ჩასაწყობი  მასალის ადგილზე წარმოებაცააა

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved