• რეკლამა
  • კონტაქტი
00:43, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – აჭარული ლურჯი მოცვის მოგზაურობა დასავლურ ბაზრებზე

ალია ავტორი - ალია
16:47 05-02-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336

 

ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.

 

მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქართველოში მისი მოყვანა 2010 წლიდან იწყება. ჯემალ ცეცხლაძე კი აჭარაში პირველი იყო, ვინც ჩაის ძველი, გაველურებული პლანტაცია ამოძირკვა და ახალი კულტურით ჩაანაცვლა.

 

კენკრის ამ სახეობის სასარგებლო თვისებების შესახებ შეგიძლიათ ასევე ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხოთ- ზედმიწევნით ზუსტად  ჩამოგიწერთ. აი, 2016 წელს კი, როდესაც  ცეცხლაძეები ბაზრის ანალიზს აკეთებდნენ და ტენდენციებს სწავლობდნენ, chatgpt არ არსებობდა და სარისკო ნაბიჯების გზამკვლევი თავადვე შეადგინეს.

 

„ამ პროცესში, შეღავათიანი აგროკრედიტი დამატებითი სტიმული იყო“- იხსენებს ჯემალ ცეცხლაძე. მეუღლესთან და პარტნიორთან ერთად, დეტალური ინფორმაცია მოვიძიე, ჩაის პლანტაციის ადგილას ჯერ სოიო დავრგეთ და გავანაყოფიერეთ, ნიადაგის სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი  მოცვის პირველი ნერგები გავაშენეთ.“

 

თავიდან საქმე არაკეთილსინდისიერი მომწოდებლის გამო რთულად წავიდა, თუმცა როცა შესაბამისი ჯიშის ნერგს მიაგნეს, აღმოჩნდა, რომ ლურჯ მოცვს მჟავე ნიადაგი ძალიან უყვარს და არც სუბტროპიკული ჰავა იუცხოვა.

 

„ჩვენთან მოყვანილი ამ ჯიშის მოცვი ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე სხვა ქვეყანაში და ეს ფაქტი უცხოელ პარტნიორების გაოცებას იწვევს. ძალიან მოუხდა შავი ზღვის კლიმატი. ნაყოფიც ბევრად უფრო წვნიანი და მსხვილია. თუმცა, ეს  შედეგი დიდი შრომის შედეგად მოდის. მცენარეს მუდმივი ზრუნვა სჭირდება და ერთ შეცდომას არ გაპატიებს.“- გვიხსნის ფერმერი.

 

დღეს მსოფლიოში  მოცვზე დიდი მოთხოვნა არსებობს და  ბაზარზე ფასი სტაბილურად მზარდია. თუმცა, რადგან თამასაც მაღალია და მწარმოებლებს ევროკავშირის ასევე გალფის ქვეყნების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა უწევთ. ქართულ მოცვზე მოთხოვნა კიდევ ერთი ქვეყნიდანაც არსებობს და არც მაღალ  ხარისხს ითხოვს, თუმცა ჯემალ ცეცხლაძე ერთი შეხედვით მაცდურ „ჩრდილოეთის ბაზარს“ სტაბილურად არ განიხილავს და  მთავარ ფოკუსს დასავლური ბაზრის სეგმენტზე აკეთებს.

 

„დააახლოებით 3-4 ტონის რეალიზაციას საქართველოში ვახდენ.მეურნეობაში შესაბამისი სამაცივრე ინსფრატრიუქტურა გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზეც  მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.ბანკის მხარდაჭერის  გარეშე ამხელა პროექტს ვერ შეეჭიდები“– ამბობს ჯემალი.

 

მისი თქმით, კონკურენცია ქვეყნებს შორის მაღალია. მაგალითად: მაროკო მოცვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნევა და ევროპის კონტინენტსაც ამარაგებს. იმ გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ახერხებს ეს ქვეყანა ამხელა გზაზე კენკრის უვნებლად ტრანსპორტირებას, ქართველი მწარმეებისთვისაც მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.

 

28  ჰექტარიდან ნახევარ ტერიტორიაზე მოცვის ახალი ჯიშებია გაშენებული, რომელიც  დანარჩენ ბაღში გაშენებულ ნერგებზე გაცილებით მდგრადი და უხვმოსავლიანია. შემდეგი ნაბიჯი ძველის სრულად ახლით ჩანაცვლებაა. ამ გეგმის განხორციელებაშიც ცეცხლაძეებს კვლავ „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved