• რეკლამა
  • კონტაქტი
15:09, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეთრი ფერის ტაქსის მანქანებს, 1-ელი აპრილიდან ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ

ალია ავტორი - ალია
11:53 02-02-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, ავტობუსის ზოლში გადასვლისა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ნებართვა ჰქონდეთ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობენ. კალაძემ ასევე, ტაქსების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპების განხორციელება. ეს ცხადია, ბოლო ეტაპი არ არის, მაგრამ კარგად გვესმის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან კარგად გვესმის და წარმოგვიდგენია, ზოგადად, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორი უნდა იყოს, თუნდაც, ტაქსების მიმართულება, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება და მოწესრიგება შეუძლებელია და ამან შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს ტაქსების მიმართულებით სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის, ვიცით არსებული რეალობა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად განვახორციელოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ტაქსების მიმართულება მოწესრიგებული, ყველანაირად განახლებული და საინტერესო სერვისი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვემსახურებით. ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპებით და კონკრეტული ნაბიჯებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა.

ასევე, მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ავტობუსის ზოლში გადავიდეს, გააჩეროს, მგზავრი აიყვანოს, ან ჩამოსვას, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლით ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ეს ყველაფერი, რაც კეთდება, პირდაპირ და გულწრფელად ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის კეთდება, რომ მათ დავეხმაროთ გვერდში დავუდგეთ, გვესმის ამ ადამიანების, დილიდან საღამომდე მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ოჯახები არჩინონ, ოჯახებში გარკვეული თანხები შეიტანონ, ამიტომ მათ მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. პარალელურად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვავითარებთ, გვინდა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო, ასევე მნიშვნელოვანია, ტაქსების მიმართულებით მოწესრიგება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved