• რეკლამა
  • კონტაქტი
11:34, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეთრ სახლს ისტორიული პირველი ლედი ეყოლება – ვინ არის ჯილ ბაიდენი

ალია ავტორი - ალია
12:16 11-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ამერიკული გამოცემა usatoday შტატების მომავალ პირველ ლედიზე – ჯო ბაიდენის ცოლზე სტატიას სათაურით: „ჯილ ბაიდენი ისტორიული პირველი ლედი იქნება – პროფესორი ლედი” აქვეყნებს. 

გამოცემა წერს, რომ ჯო ბაიდენის მეუღლე არ იცხოვრებს ისე, როგორც აქამდე ამერიკის პრეზიდენტების სხვა ცოლები ცხოვრობენ. ის იქნება პირველი ლედი და ამავე დროს, გააგრძელებს მუშაობას კოლეჯში, როგორც აქამდე მუშაობდა. თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ჯილ ბაიდენი სამუშაოს არ მიატოვებს.

„პირველი, რაც უნდა იცოდეთ ამერიკის შემდეგი პირველი ლედის შესახებ, არის ის, რომ ჯილ ბაიდენი – ინგლისური ენის პროფესორია, მას ოთხი აკადემიური ხარისხი აქვს, მათ შორის დოქტორის წოდება. ის აპირებს შეინარჩუნოს ყოველდღიური სამუშაო თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ.

მან განაგრძო მასწავლებლად მუშაობა ჩრდილოეთ ვირჯინიის სათემო კოლეჯში, მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკის ექსპრეზიდენტის ბარაქ ობამას მეუღლესთან, მიშელ ობამასთან.

ეს უკანასკნელი ჯილ ბაიდენს „ძვირფას მეგობარს” უწოდებს, რომელსაც ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შემოაქვს „სიკეთე, თანაგრძნობა და იუმორი”.

„ის იქნება შესანიშნავი პირველი ლედი”, – თქვა ობამამ USA TODAY– სთვის გაკეთებულ განცხადებაში. ჯილ ბაიდენი ისტორიული პირველი ლედი იქნება: უბრალოდ დაურეკეთ მას.” – აღნიშნა მიშელ ობამამ.

„ის ნამდვილად შეასრულებს პირველი ლედის როლს XXI საუკუნეში”, – ამბობს პირველ ლედიზე ისტორიკოსი კეტრინ ჯელისონი, ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორი, და აღნიშნავს, რომ არცერთ წინა პირველ ლედის „არ მისცეს უფლება” ჰგავდეს თანამედროვე ამერიკელ ქალებს და შეასრულოს ორივე სამუშაო – იცხოვროს ჩვეულებრივად და ამავე დროს, იყოს დაკავებული პირველი ლედისთვის დამახასიათებელი ოჯახური ცხოვრებით.

„ამერიკელებს ისტორიულად სურდათ, რომ მათი პირველი ქალბატონები ყოფილიყვნენ თეთრ სახლში და პრეზიდენტების გვერდით, როდესაც ეს შესაძლებელი იყო”, – ამბობს ჯელისონი.

„შესაძლოა დადგა დრო, როდესაც ამერიკელები უფრო მეტად მიიღებენ აზრს, რომ პრეზიდენტის მეუღლე ერთდროულად შეიძლება იყოს პირველი ლედი და მომუშავე პროფესიონალი.”

„ცვლილებების ქარი ქრის, რადგან ქვეყანა განაგრძობს მოძრაობას; ეს აუცილებლად მოხდებოდა”, – ამბობს ანიტა მაკბრაიდი, რომელიც ყოფილი პირველი ლედის ლორა ბუშის აპარატის უფროსი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თანაშემწე იყო და ახლა მართავს Legacy of America-ს „პირველი ქალბატონების ინიციატივა ამერიკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში.” – წერს გამოცემა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved