• რეკლამა
  • კონტაქტი
17:17, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების – „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა

ალია ავტორი - ალია
11:18 01-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების – „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.

„იცით, რომ COVID-19-ის მკურნალობის უახლესი თანამედროვე მეთოდების დანერგვის კუთხით ჩვენ მოწინავე ქვეყნების რიგში ვიყავით და ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ „ტოცილიზუმაბის“, „რემდესივირის“ და „პაქსლოვიდის“ გამოყენება. საქართველო მეხუთე ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო. სწორედ COVID-19-ს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დროულმა დანერგვამ განაპირობა ის, რომ ერთ-ერთმა პირველმა გადავაქციეთ COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით რესპირაციულ ინფექციად. გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.

„პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი, ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა.

პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა „ომიკრონის“ შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შტამზეა მორგებული. უფრო სწორად, ეს ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის „ომიკრონის“ ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის ვაქცინებს შემოიტანენ.

მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი ახალი თაობის ვაქცინები შემოვა, პირველი თაობის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, რომ იყო ისეთს ნუ გამოიჩენენ, მეტი მოტივაცია გამოვამჟღავნოთ და მეტი ადამიანი აიცრას“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved