თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, სტაციონარიდან სახლში გაწერეს. ამის შესახებ ინფორაცია ინფექციური საავადმყოფოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.
ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა.“
კომენტარები