• რეკლამა
  • კონტაქტი
17:06, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძე მაია ბუწაშვილს უპირისპირდება

ალია ავტორი - ალია
12:08 08-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულიაკოვიდინფიცირებულთაკატასტროფულად მაღალი რიცხვით, ვაქცინაციის დაბალი მოცვით და არა ცუდი კლინიკური მართვით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ქ-ნმა მაია ბუწაშვილმა ა.წ. 9 აგვისტოს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დიდი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნა, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში საქართველო COVID სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, ხოლო აშშ და ევროპის იმ ქვეყნებმა, რომლებიც „ჩვენ გვთხოვდნენ რჩევებს კლინიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებით, ისე კარგად იმეცადინეს ჩვენი რჩევებით (ირონიას ალბათ ხვდებით), რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული აქვთ“.

აქვე ქ-ნი მაია თავს იზღვევს და მოითხოვს, რომ მისმა ოპონენტებმა არ მოიშველიონკოვიდსიკვდილობის ჯამური ციფრები პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რადგან ეს სულ სხვა სურათს გამოკვეთს, რაც მას ძალიან არ აწყობს.

აი, ასე, ქ-ნ მაიას უნდა, რომ ჩვენი და სხვა ქვეყნების სიკვდილობის შედარება მოხდეს მხოლოდ ბოლო შვიდი დღის მონაცემებით (როცა სიკვდილობა ჩვენთან უფრო მაღალია) და არავითარ შემთხვევაში მთელი პანდემიის ჯამური მაჩვენებლით, სადაც სიკვდილობა ჩვენთან გაცილებით დაბალია. ქვეყნის სიყვარულიც ასეთი უნდა. სად გინახავთ, რომ პანდემიის ან სხვა სერიოზული პროცესის შედეგები ფასდებოდეს მხოლოდ ბოლო შვიდი დღის მონაცემებით და არა მთელი წელიწადნახევარზე მეტის ჯამური მონაცემებით. მაგრამ ეს არაფერი. ჩვეულებრივი ხრიკია იმის წარმოსაჩენად, რომ ჩვენთან ყველაფერი ძალიან ცუდია, ხოლო სხვაგან – კარგი. გაცილებით უფრო საინტერესოა და ღიმილისმომგვრელია (სატირალი რომ არ იყოს) ქ-ნ მაიას ლოგიკა, თუ რატომ არ უნდა ვისარგებლოთ მთელი პანდემიის ჯამური მონაცემებით. ის სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ „იმ ქვეყნებში (ევროპა, ამერიკა) მაღალი სიკვდილობა იყო მაშინ, როცა ჯერ არაფერი იყო ცნობილი COVID-ის მართვაზე და ამიტომ უამრავ შეცდომას უშვებდნენ კლინიკურ მენეჯმენტში“, ხოლო შემდეგში მათ ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს, ხოლო ჩვენ რა თქმა უნდა, ვერაფერი ვისწავლეთ. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ელემენტარულზე ელემენტარული ლოგიკით ჩვენ იმიტომ გვქონდა სიკვდილობის სხვებზე დაბალი მაჩვენებლები, რომ მათგან განსხვავებით ჩვენ მთელი პანდემიის მანძლზე, გამოცდილების ასევე არქონის მიუხედავად თავიდანვე სწორად ვმართავდით COVID ავადმყოფებს და არ ვუშვებდით, უფრო სწორად ნაკლებად ვუშვებდით, შეცდომებს კლინიკურ მენეჯმენტში, რაც წესით ჩვენს მაღალ პროფესიონალიზმზე უნდა ლაპარაკობდეს და არა პირიქით, მაგრამ ამის აღიარება ხომ ქ-ნ მაიასთვის სიკვდილის ტოლფასია და ცოცხალი თავით ამას არ გააკეთებს.

ახლა მათთვის, ვისაც მართლა აინტერესებს, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში შედარებით მაღალი სიკვდილობა.

COVID ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება და მისი თანმდევი გარდაცვალების შემთხვევების ზრდა თავისთავად საგანგაშოა და გადაუდებლად მოითხოვს ადეკვატური ზომების მიღებას, მაგრამ ამის მიზეზი სულ სხვა ფაქტორებია (ელემენტარული რეგულაციების შეუსრულებლობა, ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა) და მათ არავითარი, აბსოლუტურად არავითარი კავშირი არა აქვს კლინიკურ მართვასთან და ამით სპეკულირება დაუშვებელია.

დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციის დაბალი მოცვით და არა ცუდი კლინიკური მართვით და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ქ-ნ მაიას მაგალითად მოჰყავს, სიკვდილობის კლებას მოსახლეობის ნახევარზე მეტის სრული ვაქცინაციით მიაღწიეს და არა კლინიკური მართვის გაუმჯობესებით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ყველაზე წარმატებულად მიჩნეულ ქვეყანა ისრაელში, რომელიც მოსახლეობით ჩვენზე სულ 2-ჯერ მეტია, სულ რაღაც 2-3 თვის წინ ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 100-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა და მხოლოდ ე.წ. „სრული ვაქცინაციის“ შემდეგ მოხერხდა მათი შემცირება.

COVID ავადმყოფების კლინიკური მართვის ხარისხის შეფასების მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი მაჩვენებელი არის ყველა დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცლილთა რაოდენობა – ე.წ. CFR (case fatality rate). საქართველოში ბოლო ერთ კვირაშიც კი, როცა ფიქსირდებოდა გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები, ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 1%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან მხოლოდ ერთი ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ხოლო მთელი პანდემიის პერიოდში აღებული საშუალო მაჩვენებლით საქართველო (1.35%) სჯობნის აშშ-ს (1,74%) და ევროპის 32 ქვეყანას. ასე მაგალითად ჩვენთან რომ სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) ისეთვე იყოს, როგორც მაგ. გერმანიაში (2.42%), მაშინ ჩვენთან გარდაცვლილთა საერთო რიცხვი არა 6230, არამედ 11160 კაცი იქნებოდა (საქართველოში COVID ავადმყოფთა ჯამური რიცხვი 461 198-ია, ხოლო ამ რიცხვის 2.42% – 11160) . ანუ, პრაქტიკულად რაც არის, იმაზე ორჯეტ მეტი.

ასე, რომ ქ-ნ მაიას იმედი უნდა გავუცრუოთ. საქართველოში COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი იყო ადრეც (მთელი პანდემიის მანძილზე) და უკეთესია ახლაც. უბრალოდ აუცილებლად უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები და მაქსიმალურად გავაძლიეროთ ვაქცინაცია, რამეთუ ეს უკანასკნელი ძალიან საიმედოდ იცავს მძიმე და სასიკვდილო შემთხვევებიდან და დღესაც და მომავალშიც სიკვდილობის შემცირების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა“,- აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის ფეისბუქ პოსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved