მომღერალ თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნება, რის გამოც რამდენიმე კვირაა მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს.
მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულია მისი მეუღლე ლილი ზღვაურიც.
კომენტარები