• რეკლამა
  • კონტაქტი
01:13, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თემა ის კი არ არის, უნდა ისწავლებოდეს თუ არა აგიოგრაფია სკოლებში, არამედ ის, როგორ უნდა ისწავლებოდეს“ – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
20:34 01-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,515

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

„თემა ის კი არ არის, უნდა ისწავლებოდეს თუ არა აგიოგრაფია სკოლებში, არამედ ის, როგორ უნდა ისწავლებოდეს.
სკოლაში ლიტერატურას ისე მასწავლიდა მასწავლებელი, არ ყოფილა პრაქტიკულად ნაწარმოები, რომელიც არ მაინტერესებდა, აგიოგრაფიასაც მათ შორის, ისე გადმომცემდა, პრიმიტიული დაზეპირებ-თხრობა-ანალიზის ნაცვლად, საინტერესოდ გვასწავლიდა იმ პერიოდის სოციუმს, აზროვნებას, საზოგადოებრივ პროცესებს, ნაწარმოების მხატვრულ თუ აზროვნებით ფუნქციას, მის კავშირს ჩემი მოსწავლეობის თანამედროვე საზოგადოებასთან და ა.შ. სკოლაში ლიტერატურას ნუნუ ბარბაქაძე მასწავლიდა, ის ახერხებდა სწორედაც რომ რუტინა არ ყოფილიყო ჩვენთვის სწავლა და აზროვნება გვესწავლა ლიტერატურით. ჩვენი კლასის მეგობარი მარინა ბედოშვილი რომელმაც ჩვენზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა, იყო რა მუდამ ჩვენს გვერდით, გვადგმევინებდა ლიტერატურულ სპექტაკლებს და ა.შ. ლიტერატურა საერთოდ საზეიმოდ გვიქცია და მოსწავლეები, რომლებიც იმ ასაკისთვის საერთოდ არ სწავლობდნენ, მარინას შთაგონებით ლექსებს ლექსებზე სწავლობდნენ, მოთხრობებს კითხულობდნენ.
ჩემი ერთ-ერთი პროფესიაც შემდგომ ლიტერატორობა გახდა, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჯერ ჩემი მამიდშვილი მამეცადინებდა ხოლმე და თუ რომელიმე ავტორი ჯერ კიდევ შეუცნობელი იყო ჩემთვის, ისე ჰქნა, რომ ჩემს ფავორიტებად აქცია, შემიყვანა რა მხატვრული აზროვნების რთულ სამყაროში და აბიტურიენტობის დროსაც კი, ჩემს სწავლებას ინტერესი და კმაყოფილება ახლდა.
უნივერსიტეტში, აგიოგრაფიას ძველი ქართული ლიტერატურის კურსში ცალკე საგნად გავდიოდით და რეზო ბარამიძე მასწავლიდა, უნიკალური ადამიანი, რომელიც ისე ახერხებდა მთელი ამ აგიოგრაფიის სწავლებას, დაზარებითაც კი არ გვეზარებოდა, რადგან ისე გვაწვდიდა აგიოგრაფიულ ნაწარმოებებს, სულ ინტერესით ვკითხულობდით, თითქოს რაიმე თავგადასავალში ვიღებდით მონაწილეობას და საგანძური უნდა გვეპოვნა.
ჩემი სადიპლომო თემა იყო “გმირი და პოზიცია”, სადაც ვმსჯელობდი ავტორზე როგორც დიქტატორზე ან დემოკრატზე და ობიექტური ნაწარმოების შექმნის შესაძლებლობაზე, რთულ პერსონაჟებზე, პერსონაჟის გმირად ქცევასა და გმირული საქციელის სისტემაზე და ამ კვლევებში აგიოგრაფიული ნაწარმოებები მარკეტინგულადაც კი საინტერესო აღმოჩნდა. იმ პერიოდში, 2000-იანების დასაწყისში, სიტყვა “მარკეტინგი” შორიდან თუ ჰქონდათ გაგებული და ნაწარმოებს რომ ლიტერატურული პროდუქტი ვუწოდე, ნახევარი სამეცნიერო საბჭო გადაირია, მაგრამ სწორედ ამ კუთხითაც იყო საინტერესო ქართული ლიტერატურის კვლევა, მათ შორის ძველი პერიოდისაც.
ლიტერატურა, პირველ რიგში, აზროვნების სწავლებაა, აზროვნების დინამიკის გაცნობაა ძველი დროიდან დღემდე, შემოქმედებითობის შეძენაა, რომელიც არც ერთ სხვა დარგს არ შეუძლია და ახლა იმაზე მსჯელობა, რომ რაღაც პერიოდი ლიტერატურიდან საერთოდ არა საჭირო ისწავლებოდეს, ეს ნიშნავს, უარი თქვა შენს განსაკუთრებულ მხარეზე, შენს ისტორიაზე და შენს თავზეც მათ შორის. ეს ნიშნავს, კიდევ უფრო დაავიწროვო შემოქმედებითი აზროვნებაც და აზროვნებაში ფასეულობების წილიც.
აგიოგრაფიის სწავლება-არ სწავლება კი არ უნდა იყოს თემა, არამედ მისი სწავლების ფორმა, მიწოდება, მასწავლებლის უნარები და დამოკიდებულება.
მე რომ მკითხოთ, 21-ე საუკუნეში აგიოგრაფია კიდევ უფრო საინტერესოა სასწავლადაც და საკვლევადაც, რადგან ჩვენი აზროვნების კოდები სწორედ იმ პერიოდშია გამოსაცნობი და ბევრ ჩვენს თანამედროვე აზროვნებით ბარიერს თუ ქცევას ხსნის. პიროვნული თუ საზოგადოებრივი განვითარება კი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ამ კოდებთან.
ჯობია იმას მივხედოთ, რომ მასწავლებლები გვყავდეს ისეთი, როგორც მაგალითად მე მყავდა, ვინც შემასწავლა და შემაყვარა ეს ყველაფერი და არა ის, რომ რაღაც ამოვაგდოთ, რადგან ბავშვებს არ აინტერესებთ თურმე. ბავშებს, ზოგადად, ყველაფერი აინტერესებს, თუ ამ ინტერესებს სწორად მიჰყვება მასწავლებელი და აჩვენებს, აწონებს ავტორსაც და ნაწარმოებსაც.“
თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved