მწერალი ნუგზარ სულა სულაშვილი სარკასტულ პოსტს ავრცელებს:
„ხელისუფლებამ თელავში ერეკლეობა აღნიშნა, რომელიც ძალიან ჰგავდა ირაკლიობას…
როგოც კახეთნიუსი იუწყება, ღონისძიებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ დაპატიჟეს გურჯაანის ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ღონისძიებაზე, პრემიერმა მოკლედ უპასუხა – აბა სად ერეკლეო და ….”
სამწუხაროდ თელავის შესასვლელში, პატრულმა დააკავა ნაციონალი მეგი გოცირიძე, რომელსაც ავტომობილის საბარგულში აღმოუჩინეს ქლიავი. ის ინგილო გოგოს პროტოტიპად აღიქვეს და ტერიტორიიდან გააძევეს.“
კომენტარები