• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“თეგეტა თრაქ ენდ ბასი” საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

ალია ავტორი - ალია
17:12 07-14-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

“თეგეტა თრაქ ენდ ბასისა” და “საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის”, ე.წ. Ⴑთრონგმენებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში თეგეტა სთრონგმენების სპონსორი და გულშემატკივარი ხდება. „თეგეტა თრაქ ენ ბასი“ ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ფედერაციის სპორტული მიღწევებისა და რეკორდების ორგანიზებაშიც ჩაერთვება.  

გულშემატკივრებს არა ერთი საინტერესო და ექსტრემალური სანახაობა ელოდებათ, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის ღია პირველობა სატვირთო ავტომობილების გაწევაში და მსოფლიო რეკორდის დამყარება. ევროპის ღია პირველობა სატვირთოს გაწევაში კვირას 18 ივლისს, 18 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში არის დაგეგმილი. მსოფლიო რეკორდი ჯამში 9 სატვირთოს გაწევით კი  19 ივლისს, 09:00 საათზე, ჰუალინგის ცენტრთან დამყარდება.

ავთო ახვლედიანი, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის დამფუძნებელი: „ძალიან გვიხარია, რომ თეგეტა თრაქ ენ ბასის სახით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი შევიძინეთ ფედერაციამ და საერთოდ ამ სპორტმა საქართველოში. 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე სააკაძის მოედანზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში უკვე ვიწვევთ ექსტრემალური სანახაობის მოყვარულებს და ჩვენს გულშემატკივრებს. ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე მოძრაობაში ჩატარდება. სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს სატვირთოს გამოქაჩვაში, გაწევაში, ამოწევასა და მიწოლაში შეეჯიბრებიან. საქართველოს ნაკრებიდან 5 სპორტსმენი იასპარეზებს. ასე რომ, გელით ერთად აღვნიშნოთ ახალი მსოფლიო რეკორდი და გამარჯვება.“

ევროპის ჩემპიონატი ორ – 105 კილოგრამიან და მძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდება. მსოფლიო რეკორდის მოხსნას კი, შეჯიბრებიდან დაკომპლექტებული საქართველოსა და ევროპის ერთობლივი 9 კაციანი შემადგენლობა შეეცდება, MAN-ის ბრენდის 9 სატვირთო ავტომობილთან შერკინებით.  

“თეგეტა თრაქ ენდ ბასი”  ლიდერი კომპანიაა  სატვირთო ავტომობილების, პროდუქტებისა და სერვისების მიმართულებით. კომპანია  დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს სატვირთოა ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved