• რეკლამა
  • კონტაქტი
11:14, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„თეგეტა მოტორსში“ MAN-ის ორიგინალ დეტალებზე 2-წლიანი გარანტია ამოქმედდა

ალია ავტორი - ალია
15:47 06-26-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
482

 

სატვირთო ავტომობილებს  ყოველდღიურად ასობით კილომეტრის გავლა და ათეულობით ტონა ტვირთის გადატანა უწევთ. მსგავსი დატვირთვის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მათი თითოეული ნაწილი ორიგინალი და მაღალი ხარისხის იყოს.

„თეგეტა მოტორსი“ სატვირთო ავტომობილის მფლობელებს ახალ, გაუმჯობესებულ საგარანტიო პირობებს სთავაზობს. MAN-ის ორიგინალ დეტალებზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში შესრულებული ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს დროს დაყენებულ ნაწილებზე 2-წლიანი გარანტია ვრცელდება.

საგარანტიო პირობები მარტივი და კომფორტულია: იმ შემთხვევაში, თუ „თეგეტაში“ შეცვლილი MAN-ის ორიგინალი დეტალი 2 წლის განმავლობაში ექსპლუატაციისას დაზიანდა, მას კომპანია სრულიად უსასყიდლოდ ჩაგინაცვლებთ ახალი, ორიგინალი დეტალით.

მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების დირექტორი: „თეგეტამ, როგორც გერმანული ავტოგიგანტის ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, MAN-ისგან მოიპოვა უფლება, რომ გაავრცელოს 2-წლიანი გარანტია ყველა იმ ორიგინალ დეტალზე, რომლებსაც მომხმარებელი სერვისცენტრებში შეცვლის. მოგეხსენებათ, რომ სატვირთო ავტომობილების ბიზნესში დრო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ ამ უპირატესობის მოპოვება. დღეიდან MAN-ის ორიგინალ დეტალებზე გარანტია საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის“ ყველა სერვისცენტრში იმოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილის აგებულების თითოეული დეტალის ჩანაცვლებას საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, აუცილებელია, შეცვლის მომენტში გამოირიცხოს ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება ან შესრულებული სამუშაოების სტანდარტთან შეუსაბამობა“.

„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს MAN-ის ორიგინალი დეტალების გაზრდილი ასორტიმენტი დახვდება – სავალი ნაწილების, გაგრილების სისტემის, დაკიდების სისტემის, ძრავის, გადაბმულობისა და სამუხრუჭე სისტემის დეტალები. თუკი ფილიალში ვიზიტისას სასურველი ორიგინალი დეტალი არ იქნება მარაგში, „თეგეტა მოტორსი“ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს საჭირო დეტალის ტრანსპორტირებას გერმანიიდან.

MAN-ის ორიგინალ ბრენდზე არსებული გარანტია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. „თეგეტა მოტორსში“ სატვირთო ავტომობილების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით 16 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრალური ფილიალი კი მომხმარებლებს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი სერვისცენტრია რეგიონში. სატვირთოს მექანიკოსები წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, რათა შესრულებული სამუშაოების ხარისხი და სტანდარტი აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს MAN-ის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრმა 2022 წელს ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო და  World Class Workshop 2022-ის გამარჯვებული გახდა.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved