• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„თეგეტა აკადემიაში“ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების სასწავლო პროგრამა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
16:19 11-08-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

„თეგეტა აკადემიაში“  სწავლის პროცესი განახლდა. ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აპლიკანტებმა ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი გაიარეს. 116 მსურველიდან შერჩევის პროცესი წარმატებით 15-მა მათგანმა დაასრულა და ისინი „თეგეტა აკადემიის“სტუდენტები გახდნენ.

კურსის დაწყებამდე „თეგეტა აკადემიამ“ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ აკადემიას, მენტორებსადა სასწავლო გარემოს.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი:

„მოხარული ვართ, რომ წელს უკვე მეორედ ვიწყებთ ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების პროფესიულ პროგრამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია „თეგეტა აკადემიისთვის“ და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. „თეგეტა აკადემია“ მხოლოდ სწავლების პროცესით არ შემოიფარგლება და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაშიც შეუწყობს ხელს“.

პროგრამის სტუდენტები 2 წლის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. პროგრამის მოცულობა 82 კრედიტისგან შედგება. ელექტრო და ელექტრონული სისტემების დუალური პროგრამა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზეა აგებულიდა მისი პრაქტიკული ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით ხორციელდება. პრაქტიკულ ისწავლების ეტაპზე გადასვლისას სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

სწავლების პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა შუალედური გამოცდის საშუალებით შემოწმდება, ხოლო კურსის დასრულებისას ისინი სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ.

პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები დიპლომირებულის პეციალისტები გახდებიან, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ საქმიანობა მსუბუქი ავტოტრანსპორტის ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით.

გასულ წელს პროფესიულ კოლეჯში სწავლა წარმატებით დაასრულა 11-მა სტუდენტმა.  კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში. მათი უმეტესობა სწორედ „თეგეტა მოტორსშია“ დასაქმებული.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემიის“ მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა. ამასთან ერთად, „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved