• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თებერვლიდან ხელფასების ზრდის დაპირების მიუხედავად სოცაგენტები აქციას მაინც მართავენ

ალია ავტორი - ალია
12:52 01-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

“დაპირებები გვესმის ოთხი წელია და მათ დაპირებას ვერ ვენდობით. ინფორმაცია, რაც გავრცელდა ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, იყო ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ასევე არაფერია ნათქვამი ჩვენს სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს,” – ამის შესახებ დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმებულების საპროტესტო აქციაზე „სოლიდარობის ქსელის” იურისტმა დავით ომსარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ითხოვენ ხელფასის 100%-იან მატებას, რადგან მისი თქმით, არსებული ხელფასები სოციალურ აგენტებსა და სხვადასხვა სპეციალისტებს საარსებოდ არ ჰყოფნით.
“პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აქ არ არიან შეკრებილი მხოლოდ სოციალური აგენტები. აქ შეკრებილია სოციალურ სფეროში მომუშავე არაერთი თანამდებობის პირი. ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასების მატებას, ვინაიდან ეს ხელფასი საარსებოდაც საკმარისი არ არის. რაც შეეხება ბერკეტს, არაერთი მცდელობა გვქონდა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებულიყო, თუმცა სამწუხაროდ დღეს უკვე მოგვიწია გაფიცვა, დასაქმებულების ბერკეტი სწორედ ეს გაფიცვაა. შესაბამისად ეს ადამიანები იყენებენ კანონით მინიჭებულ ამ უფლებას და იფიცებიან იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
დაპირებები გვესმის დაახლოებით ოთხი წელია, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა სამწუხაროდ დაპირებები დაპირებებად რჩება. ჩვენ დაპირებას ვერ ვენდობით, ეს არის დასაქმებულების პოზიცია. ჩვენ გვინდა კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუმცა ის, რაც გავრცელდა სოციალური ქსელით, სააგენტოს მიერ, თავად ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან შეთანხმება არ მომხდარა. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, რაც გავრცელდა მატებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის არასაკმარისია, ჩვენ ვითხოვთ ხელფასების 100%-იან მატებას. იმ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ამ მოთხოვნებზე, იმ სხვა მოთხოვნებზე, რომელიც ჩვენ ასევე გვქონდა, ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროტესტს,” – განაცხადა დავით ომსარაშვილმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved