• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა

ალია ავტორი - ალია
12:37 03-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.

„ჩემი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე იქნება, რომელიც ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ასაკის ადამიანია. მას აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ჩვენზე დიდი გამოცდილება. კახა სიხარულიძე კარიერული დიპლომატია, ის დიპლომატიურ სფეროში საქართველოს 1993 წლიდან ემსახურება და საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობებს. გარკვეული დროის განმავლობაში ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი იყო. კახა სიხარულიძე იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა „ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა“. კახა სიხარულიძე ჩვენს სამინისტროში საერთაშორისო საკითხებზე იმუშავებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მოადგილე სოსო გიორგაძე იქნება.

„სოსო გიორგაძე როგორც პროფესიონალი იურისტი წლების განმავლობაში იყო ჩემი გუნდის წევრი, მათ შორის 2012 წლის ზაფხულში. სხვადასხვა დროს ის იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ბოლოს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე ის 1-ელ აპრილამდე დარჩება, შემდეგ კი ჩვენთან ერთად შეუდგება მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას, სადაც ის ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულების კურატორი იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე იოსებ ბაღათურია იქნება.

„იოსებ ბაღათურია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკოსი იურისტია. ის არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იოსებ ბაღათურიას აქვს გენპროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული გამოცდილება და იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved