• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეა წულუკიანისთვის დიაგნოზი დიდი ხანია დასმული მაქვს – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:15 02-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი უთხრა ალეკო ელისაშვილს. ასე ვთქვათ, გაასაჯაროვა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „არაეთიკური“ უწოდა წულუკიანის საქციელს. საქართველოს საკითხებზე მომუშავე ექვსმა ევროპარლამენტარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ერთობლივი წერილით მიმართა და საკანონმდებლო ორგანოში პირადი ცხოვრების გაუფრთხილებლად დარღვევის  გამო შეშფოთება გამოხატა. ევროპარლამენტარებმა  ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ტელეფონის გამჟღავნების ფაქტი გააკრიტიკეს. სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამია გულზე დიდად არ მეხატება, მაგრამ იუსტიციის ექს–მინისტრმა,  მოქმედმა დეპუტატმა, იმდენი არ უნდა იცოდეს, რომ ბიზნეს–კომპანიის მენეჯერი საჯარო პირი არ არის და მისი ტელეფონის ნომერი არ უნდა გაასაჯაროოს? თუ იცოდა და განგებ გააკეთა, მაშინ – უარესი.

– თეა წულუკიანისგან არაფერი გამიკვირდება. მისთვის დიაგნოზი დიდი ხანია დასმული მაქვს – ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი იკადროს და მერე ამტკიცოს, რომ ეს ყველაფერი კეთილი მიზნებით გააკეთა. მან დაარღვია ფუნდამენტური უფლება ადამიანის, თუნდაც ძალიან საზიზღარის. წულუკიანმა დაარღვია პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის პრინციპი. ამით ნიკა გვარამიას სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე იმით, რომ საზოგადოების პოლარიზაცია მაღალია და გვარამიას მიმართ, საზოგადოების დიდი ნაწილი  ნეგატიურად, მეტიც, აგრესიულად არის განწყობილი. წულუკიანი ამტკიცებდა, რომ სწორად მოიქცა და ალბათ, ახლაც დარწმუნებულია, რომ მართალია. ასეთ ადამიანზე და მის გამოხტომებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: გია ხუხაშვილითეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved