• რეკლამა
  • კონტაქტი
08:17, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეა წულუკიანი ბოროტი ადამიანია“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:03 02-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,163

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, თეა წულუკიანის და სალომე ზურაბიშვილის დაპირისპირებაზე რას იტყვით? საშინელი სანახავი იყო, წულუკიანმა საკუთარი სამინისტროს გენინპექციის თანამშრომლები რომ გააგზვნა პრეზიდენტის რეზიდენციაში და თითიდან გამოწოვილი მიზეზით, ფერწერული ტილოები ჩამოხსნეს და მუზეუმში წაიღეს.

– თეა წულუკიანისგან ჩვენ სხვა რამეს არც უნდა ველოდოთ, ასეთი ადამიანია. კომისარს ტყუილად ხომ არ ეძახიან. აქვს კიდეც კომისრის ფსიქოლოგია. ბოროტი ადამიანია, ელემენტარულად, რომელსაც თუ საშუალება  მიეცა, რაიმე აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს. პრინციპში, მუდამ  ესე იქცევა. მარტო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მოიქცა ასე? რამდენი ერთი ჩამოვთვალოთ მისი მარგალიტებიდან, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში იქნება ეს თუ კულტურის მინისტრობის დროს. საერთოდ, კულტურის სამინისტრო რა უბედურებაა 21–ე საუკუნეში?! როგორ შეიძლება, კულტურის პოლიტიკა ტარდებოდეს ქვეყნაში  21–ე საუკუნეში?! კულტურა მართლა თავისუფალი უნდა იყოს. შევარდნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში, ჩამოხსნეს სურათები და წაიღეს, ამ დროს იმ სურათების ავტორის ოჯახი აცხადებს, ის სურათები სადაც ეკიდა, კარგად ეკიდა და რას ერჩოდითო? წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ვართ? კი, ბატონო, პრეზიდენტს არ გააჩნია  აღმასრულებელი უფლებამოსილება, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურია და კულტურის სამინისტროს გენინსპექცია შეუშვეს პრეზიდენტის სასახლეში, კედლიდან სურათები ჩამოხსნეს და წაიღეს, მხოლოდ იმიტომ, რომ წულუკიანს პრეზიდენტის პოსტი არ მოეწონა „ფეისბუკზე“. ეს არის მარაზმი. მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ ფაქტზე, არ ვიცი და წარმოიდგინეთ, უფრო უარესისკენ მივდივართ და ის რაღა იქნება.

 

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved