• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეა წულუკიანი: არეულობისა და რევოლუციის სცენარი ჩაფლავებულია, დესტრუქციული ოპოზიციის დამნაშავე ბელადი კი ციხეშია

ალია ავტორი - ალია
10:35 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„ქართული ოცნება“, როგორც პარტია, გამარჯვებულია და ბევრად მეტი ხმა აქვს, ვიდრე ოპოზიციის მიერ გამოგონილი და გარედან ბეჭედდასმული 43 პროცენტი იყო. შესაბამისად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი საბოლოოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან. არეულობისა და რევოლუციის სცენარი ჩაფლავებულია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დესტრუქციული ოპოზიციის დამნაშავე ბელადი ციხეშია, რუსთაველზე რევოლუციისა და სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზატორობის ნაცვლად. უფრო მეტიც, ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია, რომ ზოგიერთ ადგილას მაინც ოპოზიცია მეორე ტურში გადავიდა და სისხლიანი რევოლუცია ჩაფლავდა (უცნაურია მისგან, მაგრამ ასე გვაუწყებენ მისი მეგობრები). დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც. „ოცნების“ გუშინდელი პარტიული შედეგი (აღარაფერი რომ არ ვთქვათ გამარჯვებული მერებისა და მაჟორიტარების ოდენობაზე), აჩვენებს, რომ შარშანდელი არჩევნების სიყალბეზე საუბარი იყო უცხოელების თავის მოსაწონებლად ოპოზიციის მიერ გამოგონილი მითი. მოკლედ… ახლა ბიდონი აიღეთ და იბრძოლეთ მეორე ტურებში გასამარჯვებლად, სადაც აუცილებლად დამარცხდებით. ეს შემოგითვალათ გუშინ იმ აღფრთოვანებულმა კაცმა ციხიდან, რომლის დანაშაულებზეც იდექით მთელი ცხოვრება. დანებდითო? ჰოდა, კარგიაო, გითხრათ.
PS ბელადმა, მომწონს აქაურობაო, კარგად უმუშავია „ქართულ ოცნებას“ ციხეებში პირობების გასაუმჯობესებლადო და დუბინკებით კი არ მომიწყვეს დერეფანში ე.წ. მიღება, არამედ სელფი გადაიღეს ჩემთან ერთადო (რავა მოუხდა სამშობლოს ჰავა, რაც ჩამოვიდა, სუ აღფრთოვანებული და გაღიმებულია). ჰოდა, ახლა ორი კითხვა:
1. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ტელევიზორი ფუფუნება არაა, ყველას აქვს. პატიმარმა თავად უნდა შეიტანოს თავის საკანში, როგორიც უნდა ისეთი, და როცა სახლში წავა, თან წაიღებს (ვგულისხმობ, რომ მიშასნაირებს მიაქვთ ხოლმე). და უყიდეთ? შეუგზავნეთ? ჯერ არა? აჰ. გასაგებია, გირჩევნიათ, რომ თქვენ მიერ მოყოლილი ამბების მიხედვით არეგულიროთ მისი აღფრთოვანება. ასე ჯობს მართლაც, მისთვისაც და თქვენთვისაც.
2. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ასევე შეიძლება კომპიუტერის ქონა, თუ დაასაბუთებს, რომ სჭირდება (მემუარების წერა თუ გადაწყვიტა, მაგალითად), მაგრამ მკაცრად აკრძალულია ინტერნეტი და ტელეფონი. მაშ, ვინ წერს ამ პოსტებს სოციალურ ქსელებში ბელადის სახელით? თქვენვე წერთ? თუ, გიკარნახებთ ხოლმე შეხვედრისას აზრს და მერე ლამაზ ფორმულირებებსა და შეძახილებს თქვენ არეგულირებთ? გმადლობთ, ყველაფერი გასაგებია.
თქვენი სათამაშო რომ გახდა ეს ამოტოლა ბელადი, მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად“, – წერს თეა წულუკიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved