თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, სავარაუდოდ, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. გამოძიების კონკრეტული მუხლი მოგვიანებით გაჟღერდება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა დაადგენს, თუ რა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მუშის გარდაცვალება „კალათის“ მწყობრიდან გამოსვლისა და ჩამონგრევის შედეგად მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშა ჯაბა ქამადაძე, აქტიური სამოქალაქო აქტივისტი იყო.
კომენტარები