• რეკლამა
  • კონტაქტი
16:14, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

ალია ავტორი - ალია
14:39 02-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13

წელს პირველად საქართველო სტუმარმასპინძლობის გლობალურ ფორუმს – Hospitality Investment Forum 2026-ს, უმასპინძლებს. ერევანში ჩატარებული ორი მასშტაბური ღონისძიების შემდეგ, კონფერეცია 18 თებერვალს თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება. კონფერენციის სტრატეგიული პარტნიორი თიბისია.
Hospitality Investment Forum (HIF) მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონს. ფორუმი აერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინდუსტრიის გრძელვადიან განვითარებას რეგიონულ და გლობალურ დონეზე.
თბილისში დაგეგმილი ღონისძიება ფოკუსირებული იქნება ახალი სასტუმრო პროექტების განვითარებაზე, კურორტებისა და მრავალფუნქციური უძრავი ქონების მიმართულებებზე, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრადი სტანდარტების დანერგვაზე. ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო ინვესტორებს, დეველოპერებსა და გლობალური სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლებს.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიებიც. საქართველოს ტურისტული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ თიბისის კორპორატიული მიმართულების უფროსი ვიცე პრეზიდენტი ნათია სონიშვილი ისაუბრებს. ამავე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტურიზმის სექტორის მაღალი რგოლის წარმომადგენლები.
თიბისი აქტიურად უჭერს მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას თბილისსა და რეგიონებში. სასტუმროებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ბანკის პორტფელი ბოლო სამ წელში 22%-ით არის გაზრდილი და 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.
მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით კი, თიბისი ხელს უწყობს დარგის განვითარებას: ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ პირდაპირი კავშირები, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ რეალური საინვესტიციო შესაძლებლობები.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved