თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში ვიზიტამდე „შესაძლო რისკები აწონ-დაწონონ“.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებით, „ბოლო დროს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა იმატა რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები“.
„არსებულ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ორგანოების ქმედებებს საქართველოში დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეების გეგმებში გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს, იქ გამგზავრების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს მკაცრად ვურჩევთ, რომ ყველა გარემოება და შესაძლო რისკი ყურადღებით აწონ-დაწონონ“, – ნათქვამია განცხადებაში.














კომენტარები