თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა დროებით შეჩერდა.
თბილისის მერიაში მიზეზებს ამ ეტაპზე არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ რომ ბარათების გაყიდვა ხვალიდან გაგრძელდება.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი ბარათების გაყიდვა მეტროს სალაროებში 5 იანვარს, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში კი 6 იანვარს დაიწყო.
სოციალურ ქსელში, სამგზავრო ბარათის სურათი გაავრცელდა, სადაც საბაგიროს ნაცვლად, „საბაგარო“ წერია.
კომენტარები