დღეს, 20 ნოემბერს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სათანადოდ მკურნალობის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქციას ესწრებიან როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ასევე მისი თანაპარტიელები და ოჯახის წევრები.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე ყოფილ პრეზიდენტს არ მკურნალობენ და შესაბამისად, საჭიროა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. მათი თქმით, ამაზე არაერთი დასკვნა მიუთითებს.
„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არ არის პარტიული საკითხი და ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციეთ ქვეყანა“, – თქვა ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან.
კომენტარები