გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 3 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დამატებით დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
კომენტარები