• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში მამაკაცს სახლიდან პითონი გაექცა! – დაუჯერებელი ისტორია

ალია ავტორი - ალია
04:12 08-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისში მცხოვრებ მამაკაცს სახლიდან პითონი გაექცა და დასახმარებლად მათ მიმართა. „ალია“ გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

„გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა:

-პითონი გამექცა, დამეხმარეთ.

ჩვენი ოპერატორი იბნევა, სთხოვს კიდევ ერთხელ გაიმეოროს რა სახის დახმარება ესაჭირეობა და ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გადის შემთხვევის ადგილზე.
წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მაცხოვრებელი, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია არავის ვუსურვებთ მის ,,სტუმრობას”. ბოლომდე გვიჭირდა გააზრება რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტიურად ,,თვალებახვეულებს” მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა. გულწრფელად გეუბნებით, არცერთი წამი არ გვიფიქრია უკან დაგვეხია, ბოლო წუთამდე შემართებით ვემსახურეთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს თბილისელებს.
საპატრულო პოლიციაამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და “გრძელი ღამეც” დაიწყო.
დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი ,,დამნაშავეც” გამოვიჭირეთ. ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა.“

ამ არაორდინალურ განცხადებას არანაკლებ საინტერესო კომენტარები აქვს. მოსახლეობის უმეტესობას ეს უცხოეთში მომხდარი ამბავი ეგონას, ნაწილს კი „პითონი“ რომელიმე შინაური ცხოველის მეტსახელი…

პითონის ფოტო ინტერნეტიდან

https://www.facebook.com/AdminAMA/posts/3149763158438466

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved