ფოტო – იმედინიუსი
რესპუბლიკური საავადმყოფოდან ხვალ 111 წლის ქალს გაწერენ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, – ამის შესახებ Imedinews-ს აღნიშნულ კლინიკაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, 111 წლის ქალი სამეგრელოდანაა. მას კორონავირუსის საშუალო ფორმა ჰქონდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. კლინიკაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები მედიისთვის ხვალ გახდება ცნობილი.
კომენტარები