თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ჩამოვა. ინფორმაციას გამოცემა Fortuna თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან ინტერვიუს საფუძველზე ავრცელებს.
მსახიობი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 7 და 8 ოქტომბერს სპექტაკლ ბამბის მინდვრების სიმარტოვეში ითამაშებს, მისი სასცენო პარტნიორი იქნება ცნობილი ლიტველი მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე.
მე-15 თეატრალური ფესტივალი მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დაიწყება და 18 ოქტომბერს დასრულდება
კომენტარები