• რეკლამა
  • კონტაქტი
08:15, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დღეიდან ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
10:31 01-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

თბილისის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთიდან ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ჯავახიშვილის ქუჩიდან გორკის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გოგიბერიძის, წინამძღვრიშვილისა და ტოლსტოის ქუჩების გავლით, ხეთაგუროვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით კი, გადაადგილება დასაშვები იქნება გორკის, ნათიშვილისა და ქურდიანის ქუჩების საშუალებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები – N59 და N122 ხეთაგუროვის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გოგიბერიძის ქუჩის ნაცვლად, ზაარბრიუკენის მოედანზე ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით მოხვდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავტობუსები გადაადგილდებიან უცვლელი მარშრუტით; ავტობუსი – N91 გორკის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების ნაცვლად, გადაადგილდება ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს; N95 ავტობუსი ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით, პუშკინის ქუჩის, რუსთაველის გამზირის, ჭანტურიას ქუჩის, მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის მოედნისა და გოგიბერიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, მერიის ცნობით, N62 და N117 ხეთაგუროვის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ზაარბრიუკენის მოედნისკენ გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, გოგიბერიძის ქუჩის გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, მარშრუტი შეეცვლება მხოლოდ N117 მიკროავტობუსს, რომელიც ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ამასთან, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო.

მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved