სროლა იყო თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რის შედეგადაც დაჭრილია 47 წლის მამაკაცი. დაშავებული ამერიკულ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჩაუტარდა ოპერაცია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახური. გამოძიება შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.
კომენტარები