• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში გაცოფდა ერთი ძაღლი და აძინებენ ათობით ძაღლს, უაზრო პანიკები და ვაი ვუის ძახილი ვერ გვიშველის… – ტასო ლოსაბერიძე

ალია ავტორი - ალია
19:11 05-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ცხოველთა დაამცველი, ტასო ლოსაბერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„თბილისში, ფონიჭალაში ცოფი დაფიქსირდა.

გაცოფდა ერთი ძაღლი და აძინებენ ათობით ძაღლს რომელიც დაავადებულთან შემხებლობაში იყო – ეს ვინმესთვის ახალია? არა. ვინმემ ამის შესაცვლელად რამე გააკეთა? არა. ასე იყო და ჯერჯერობით ასე იქნება.

ყოველ ახალ შემთხვევაზე ვაი “ცხოველთა დამცველები” საკუთარი პირადი მიზნებისა და თანამდებობისთვის, სულ თავიდან და თავიდან რომ ამბავს ტეხავენ, ვითომ პირველად ხდება, აი ძაღლების დაძინებაზე მეტად ეგ უფრო ტეხავს დამიჯერეთ და ცოფი რომ მარტო დაფიქსირების მერე გახსენდბათ ეგეც.

ამ კანონის შეცვლის ინიციატივა რამდენმა გამოხატეთ? სანამ კიდევ ერთხელ არ დაფიქსირდა, მანამდე ვინმეს ახსოვდა?

სანამ მონიტორინგს მოვთხოვთ რამეს, როგორც აღმსრულებელს , მანამდე რომ მათ მომთხოვნს მოვედავოთ?

სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს რეკომენდაციას “შესაბამისი” მეთოდებით აღმოიფხვრას ცოფის დროს საკითხი.

როგორ? როდესაც თავშესაფარში კვდება ძაღლი, რომელიც საეჭვოა ცოფზე, მისი მოჭრილი თავი იგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სურსათიდან თუ პასუხი დადებითი მოდის – კატეგორიულად ითხოვს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგან რომ მოხდეს ინფიცირებულ ძაღლთან შემხებლობაში ყველა ძაღლის ევთანაზია.

როგორ დგინდება რომელი იყო შემხებლობაში და რომელი არა? ვერ დგინდება ამიტომ საიდანაც იყვანენ ძაღლს, იმ უბანში ყველას იჭერენ და მიჰყავთ.

რასაც ვთვლი რომ არასწორია თუმცა, იმის თქმა მინდა რომ სანამ ყველაზე ბოლო საფეხურს მივაწვებით იქნებ ერთიანად ყველას ამ ნაგავი კანონის შეცვლა მოგვეთხოვა სურსათის სააგენტოსთვის და საეჭვო ცხოველებისთვის ხანგრძლივი დასაკვირვებელი ცენტრის შემქნა, შემდეგ გადაცრა და გაშვება?

პოპულაციების მართვის ცენტრს, ამ შემთხვევაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რომელსაც მხოლოდ ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია ევალება, არც ადგილი და არც რესურსი აქვს რომ წელიწადში ათობით ძაღლი შეინახოს. რესურსის არ ქონა არ ამართლებს მათ დახოცვას – ამ აზრზე ვარ მე,თუმცა რესურსის ქონის შემთხვევაშიც კი, სურსათის სააგენტო მათ არ აძლევს უფლებას ცოფის კერიდან აყვანილი ძაღლი აცოცხლონ. ამის მაგალითია უამრავი, როცა მიმკედლებელს უნდოდა გაყვანა იზოლირებულად.

ჩემთან რო ცოფი დაფიქსირდეს და ძაღლები დამიძინონ, ჩემზე მეტი არაადეკვატური ვერვინ იქნებით დამიჯერეთ და ჩემზე მეტად ვერავინ გალანძღავთ სააგენტოს, უბრალოდ აზრი? შემსრულებელ სააგენტოს რაც არ უნდა ვუთხრა, არაფერი იცვლება.

ამ სფეროში გაურკვეველმა ადამიანმა შეიძლება ეს არ იცოდეს მაგრამ მინიზანმიმართული პანიკის ატეხვა კიდევ ვიმეორებ, პირადი ინტერესებისთვის არის სირცხვილი. კანონის დამწერიც ვიცით, მომთხოვნიც და შემსრულებელიც..

მიზანმიმართული პანიკა ძაღლებისთვისაც ცუდია, რომელი ტელევიზია როგორ აიტაცებს ამ ამბავს, კაცმა არ იცის. ამიტომ მეტი დაფიქრება გმართებთ ყველას.

მე ვცხოვრობ გლდანში და გლდანში ძალიან დიდი ხანია ცოფი არ დაფიქსირებულა.

რატო? – იმიტომ რომ ყოველ წლიურად ვცრი ცოფზე ძაღლებს, მთელი წლის განმავლობაში ვასტერილებ ახალ გამოჩენილებს და მაქსიმალურად ვცდილობ გავაკონტროლო სიტუაცია.

ყველა უბანს რო მიაქციოთ ყურადღება და წელიწადში 2 ძაღლი მაინც ააცრევინოთ სააგენტოს, ცოფის კერად არ ვიქნებით ქცეული.

ცოფის აცრა უფასოა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა ამ დაავადებასთან ბრძოლა! უაზრო პანიკები და ვაი ვუის ძახილი ვერ გვიშველის“

ინფორმაცია ცოფის დაფიქსირების შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურშიც ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ცოფი ძაღლს სავარაუდოდ გარეულ ცხოველთან კონტაქტით გადაედო. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილიდან სამი კილომენტის რადიუსში ყველა ცხოველის ხელახალა აცრიან. 

თეგები: ოთხფეხა მეგობრები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved