• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში გარდაცვლილის ძმას ბაქოდან არ უშვებენ, რომ ცხედარი გადაასვენოს – “უკვე ერთ კვირაზე მეტია პროზექტურაშია, ჩვენი რელიგიით კი ეს მიუღებელია”

ალია ავტორი - ალია
15:56 08-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

თბილისში გაურკევველ ვითარებაში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის ოჯახი ცხედრის გადასვენებას ითხოვს. ნათესავებს მეორე დღეა ბაქოს აეროპორტიდან საქართველოში არ უშვებენ, მესაზღვრეები გარდაცვალების ცნობას ითხოვენ, რაც ოჯახს საქართველოს ხელისუფლებისგან ამ დრომდე არ აქვს. 

გარდაცვლილი ბლოგერის ცხედარი ორ კვირაზე მეტია თბილისის პროზექტურაშია დასვენებული. 

გარდაცვლილის მეგობარი, ავთანდილ მამედოვი:

“ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია წუხელ მქონდა, გაბრაზებულები არიან, ორი კვირა ეძებდნენ ახალგაზრდას, გუშინ წინ გაიგეს, რომ მათი შვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ახლა არც საზღვარზე უშვებენ, რომ ჩამოვიდნენ და ცხედარი გადაასვენონ. არც აქედან გვეუბნებიან პასუხს გადასვენებაზე. 

ჰუსეინის ძმას აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს, ოჯახი გარდაცვალების ცნობას ითხოვს საზღვარზე წარსადგენად და ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება მათ არ ეხმარება. ჩვენ ვითხოვეთ, რომ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს და მათ საქმის მასალები გადასცენ”

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ამბობს:

“ცხედრის გადმოსვენების საკითხზე აზერბაიჯანის საკონსულომ უნდა იზრუნოს, რადგან აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაცვლილი. ცხედარი უკვე ერთ კვირაზე მეტია პროზექტურაშია, ჩვენი რელიგიით კი ეს მიუღებელია. მოვითხოვთ საქართველოში დამუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდეს”

ცნობისთვის, 14 ივლისს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი ნახეს. 12 ივლისს მან ვიდეო მიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ თავს დაესხნენ და ნაცემი იყო. მეგობრები ყვებიან, რომ ჰუსეინი საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა და ბევრი გეგმა ჰქონდა, მათი განცხადებით, ის თავს არ მოიკლავდა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ის სამსახურს ეძებდა და გასაუბრებაზე იყო მისული.

წყარო – მთავარი

თეგები: აზერბაიჯანელი ბლოგერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved