• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი შემოვიდა

ალია ავტორი - ალია
13:54 02-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი შემოვიდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სარკინიგზო შემადგენლობა, რომლის ორგანიზებაც „მაერსკ ჩინეთის“ მიერ მოხდა, მოემსახურა ერთ-ერთი მსხვილი ქართული იმპორტიორისთვის განკუთვნილ პრიორიტეტულ ტვირთს, რამაც აღნიშნულ კომპანიას მისცა სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის შესაძლებლობა და შეუმცირა მნიშვნელოვანი ღირებულების ტვირთის ტრანსპორტირების დრო.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს პირდაპირი ბლოკ-მატარებლით დაუკავშირდა და სიანიდან თბილისამდე მგზავრობის დრომ მხოლოდ 21 დღე შეადგინა. ბლოკ-მატარებელი არის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც უწყვეტად, შეუფერხებლად ოპერირებს საწყის და დანიშნულების პუნქტებს შორის და ტვირთმფლობელებს თავიდან არიდებს საზღვრების კვეთასთან დაკავშირებულ თუ სხვა ბიუროკრატიულ სირთულეებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების თანმდევია. „მაერსკ ჩინეთმა“ მიიღო ტვირთი ჩინეთში, უზრუნველყო ყველა საექსპორტო დოკუმენტის მოწესრიგება და მონიტორინგს უწევდა ტვირთს, საბოლოო ჩაბარებამდე.

ამასთან, „მაერსკი“ პარტნიორობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური), რათა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოტენციალი, შეასრულოს ევროპა-აზიის მაკავშირებელი კარიბჭის როლი, ეფექტურად იყოს ათვისებული აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების და მათ მიმდებარე რეგიონების მიმართულებით წამოსული ტვირთებისთვის სწრაფი საზღვაო-სარკინიგზო მომსახურებების შეთავაზებით.

„ეიპიემ ტერმინალსის“ მმართველობაში მყოფი ფოთის მრავალმიზნობრივი საზღვაო ნავსადგური ემსახურება ყველა გლობალური საზღვაო ხაზის საკონტეინერო ტვირთნაკადს, რომელიც მოძრაობს საზღვაო, სარკინიგზო თუ სახმელეთო გზებით. აღნიშნული სერვისით, რომელიც სრულ მარშრუტზე ეფექტური და სწრაფი გადაზიდვების უზრუნველყოფით, ტვირთებს საქართველოს გავლით დააკავშირებს მსოფლიო ლოგისტიკურ ჯაჭვთან, კომპანია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის კონცეფციის განვითარების ეროვნულ მიზანს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved