თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა.
დღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ განაცხადა, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა, საახალწლო ღონისძებებთან დაკავშირებით.
ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.
ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება.
კომენტარები