თბილისში ავტოგასამართი “გალფი” და მარაზია “იოლი” დააყაჩაღეს – ბოროტმოქმედმა “გალფის” ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარი გასტაცა, ხოლო “იოლიდან” წაღებულია 200 ლარი.
სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული ო.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, მალევე დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – “RETAY XR”-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ბრალდებას აღიარებს.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები