• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 9 პირი

ალია ავტორი - ალია
13:40 07-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 9 პირი.

უწყების ცნობით, თბილისში წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული ზ.ქ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ც. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 27 ვაზნა მჭიდი და თ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ო. დააკავეს. სამართალდამცველებმა ო.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ო. დააკავეს. პოლიციამ ბ.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჯ. – ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 3 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა რ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 ვაზნა ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1958 წელს დაბადებული მ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 96 ვაზნა ნივთმკიცებადაა ამოიღებული.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved