• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისს უნდა ჰქონდეს 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სრულიად ახალი სტადიონი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
12:32 07-31-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

„დინამო არენას“ ექსპერტიზაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.

„რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას „დინამო არენას“ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი და ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა. თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთლიანად ქვეყნის იმიჯზეც ძალიან დადებითად აისახება. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მივყვებით ამ გეგმას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ამორტიზებული იყო „დინამო არენა“ 26 მარტს როგორ ჩატარდა თამაშები და ოთხი თვის შემდეგ, რატომ არ შეიძლება ერთა ლიგის თამაშების ჩატარება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში.

„რაც შეეხება წინა თამაშებს, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში ამაზე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება სამომავლოდ რა, როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, ყველა რისკი იქნება დაზღვეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved