• რეკლამა
  • კონტაქტი
01:15, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისმა, ერევანმა, ბაქომ კრემლთან სანქციების გვერდის ავლაზე საიდუმლოდ მოილაპარაკეს – იური შვეცი

ალია ავტორი - ალია
13:13 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
211

КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად აშშ-ს მოქალაქისა და ჟურნალისტის, იური შვეცის ბრალდებით, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, კრემლთან აწარმოეს საიდუმლო მოლაპარაკებები, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მოსკოვის მიერ გვერდის ავლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იური შვეცმა საკუთარ YouTube-ის არხზე ისაუბრა.

“რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყოფმა ახალმა დამოუკიდებელმა ქვეყნებმა, საიდუმლოდ აწარმოეს მოლაპარაკებები კრემლთან, მოსკოვთან და შეთანხმდნენ დახმარებოდნენ მოსკოვს ბოლო კვირაში დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ ქვეყნებთან ერთად არიან თურქეთი და ირანიც”, – ამბობს შვეცი.

“საუბარია იმაზე, რომ, მაგალითად, თბილისი გახდეს რუსეთიდან საჰაერო გადატვირთების ჰაბი. სხვა ქვეყნებიდან და უკან. ანუ აქ დასხდებიან საქონლით დატვირთული რუსული თვითმფრინავები, გადაკრავენ სხვადასხვა იარლიყებს, გაუკეთებენ ახალ ბეჭდებს და რუსეთში წარმოებული საქონელი იქნება [გაფორმებული], როგორც საქართველოში დამზადებული საქონელი”, – დაამატა შვეცმა.

შვეცის თქმით, ეს ქვეყნები შესაძლოა რუსეთთან ერთად დაისაჯონ სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობისთვის.

“მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. საქმე უკვე სრული სვლით მიმდინარეობს. ბოლო 2 დღეში, გასულ კვირაში საქართველოში დარეგისტრირდა დაახლოებით 200 რუსული კომპანია, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობას გეგმავენ”, – ამბობს შვეცი.

КГБ-ს ყოფილი მაიორი ნახსენები ქვეყნების მთავრობებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შვეცის თქმით, კრემლი მზადაა მსგავსი პროექტების სანაცვლოდ ამ ქვეყნების მაღალჩინოსნებს დიდი თანხები გადაუხადოს.

რუსეთის ფედერაციას რიგი სანქციები უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესეს.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved