• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისის ზღვაზე არის სიკვდილის ზონები, ჩასაფრებული საფრთხე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის” – რა ზონებში უნდა აიკრძალო ბანაობა?

ალია ავტორი - ალია
12:48 07-18-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
361

თბილისის ზღვაზე ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღუპება. დედაქალაქის მოსახლეობისთვის რეკრეაციის ზონა წელსაც არა ერთხელ იქცა ტრაგედიის ადგილად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი რადიო ,,პალიტრასა” და ,,პალიტრანიუსის” გადაცემაში ,,360 გრადუსი” ამბობს, რომ როგორც მუნიციპალური, ისევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. პროცესი დაწყებულია, თუმცა დროში ჭიანურდება და ბოლომდე ა მიდის.

,,თბილისის ზღვაზე არის სიკვდილის ზონები, ჩასაფრებული საფრთხე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ათობით მოქალაქე იხრჩობა ყოველ წელს თბილისის ზღვის ობიექტებში. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თბილისის ზღვა. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ კამპანია, პრევენციისთვის და არა პოსტ ფაქტუმ, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მოქმედებისთვის.

ჩვენ რამდენიმე ზონას, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და კუსტარული რეკრეაციული ზონებია მოწყობილი, სიკვდილის ზონას ვუწოდებთ. ერთ-ერთი ასეთია ე.წ ჩანჩქერის ტერიტორია სადაც კამპანია დავიწყეთ 5 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახსაც შეეხო ეს ტრაგედია. კამპანია წავიდა 2 მიმართულებით. ერთი ეს არის ადვოკატირების და მეორე სასამართლო დავის წარმოების. ჩვენ, მოვახერხეთ, რომ ამ ადგილზე სრულად არის დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამას დასჭირდა დიდი ძალისხმევა. ამასთან. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ გააკეთა ამკრძალავი ნიშნები მთელს პერიმეტრზე. ეს ცხადია არ არის საკმარისი და მეტი უნდა გაკეთდეს მოსამართლეთა დაცვისთვის.

ახლა, ვარკეთილის მხარეს, ე.წ. კოშკის ტერიტორიაზე არის კუსტარულ რეკრეაციული ზონა, რაც ნიშნავს, რომ იქ მაშველები არ არიან. არადა განსაკუთრებულად დიდი კონცენტრაციაა მოქალაქეების და სწორედ იქ ხდება რამდენიმე შემთხვევა წლის განმავლობაში.

პირველ რიგში მუნიციპალიტეტის და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, არაერთი ღონისძიებაა გასატარებელი. პროექტიც არსებობს, მაგრამ პროცესი ბოლომდე არ მიდის” – აცხადებს ცქიტიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved